ესენი არიან თასების მფლობელთა თასის მფლობელები, საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და პრიზიორები, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელები და ოლიმპიური ჩემპიონი.
ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას კარგა ხანია, "დინამოს" ვეტერანი, ვეტერანთა კავშირისა და ვეტერანთა დაცვის ფონდის თავმჯდომარე ვაჟა ჟვანია ცდილობდა და საბოლოოდ, ფიფიასთან კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო.
ვეტერანთა მცირე რაოდენობამ ამ დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა, რადგან "დინ
"მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ რომან ფიფიამ დღეს "დინამო არენას" კანონიერად განკარგავს და არც იმის ვალდებულება აქვს, მაღაზიები ვეტერანებს დაუთმოს.
დახმარების თაობაზე მისი ეს გადაწყვეტილება კი კეთილი ნებაა და ამისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ხოლო ვისაც ურჩევნია, დავა სასამართლოში განაგრძოს, ეს მისი ნებაა.
საჩუქრის მიღება ყოველთვის ნებაყოფლობითია და დამსახურებულ ვეტერანთა 95-მა პროცენტმა ამაზე თანხმობა განაცხადა.
გული მწყდება, რომ საქართველოში საფეხბურთო ინტელექტუალური რესურსი ძალიან დაბალ დონეზეა და ზოგის აზროვნება საბჭოთა კავშირს ვერ გასცდა", - გვითხრა ჟვანიამ.
შევიტყვეთ ისიც, რომ ეს 33 ვეტერანი სიცოცხლის ბოლომდე "დინამოსგან" ყოველთვიურად 250 ლარს მიიღებს, რაც საარსებო მინიმუმს აღემატება. ამის პარალელურად, მათ კვლავ ჩაერიცხებათ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით წლების წინ დანიშნული დახმარება.
"ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ადრე მადლობის თქმა პირადად მისგან გვეკრძალებოდა და საბედნიეროდ, დადგა დრო, როცა ვეტერანებს ამის საშუალება მიეცათ.
ეს ორი დახმარება მთლიანობაში საკმაოდ ნორმალურ თანხას შეადგენს და მართალია, ჩვენს გამოჩენილ ფეხბურთელებს ვერ გაამდიდრებს, მაგრამ ადამიანური ცხოვრების საშუალებას მისცემს.
ჩვენი სლოგანია - "თბილისის "დინამოს" ვეტერანებს სიცოცხლე" და იმისთვის ვიბრძვით, რომ მათ დარჩენილი ცხოვრება ღირსეულად გაატარონ", - ამბობს ჟვანია.
მისგან ისიც შევიტყვეთ, რომ "დინამო" ვეტერანთა დაფასებას სხვა გზებითაც აპირებს - ასე მაგალითად, მათ VIP-ლოჟის მოსაწვევები გადაეცემათ. ჟვანიასა და დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე სხვა საამისო გზებზეც იმსჯელეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"