თბილისის "დინამო" ევროპის 21-ე საუკუნის საუკეთესო კლუბებს შორის 132-ეა

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ევროპის 21-ე საუკუნის საუკეთესო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა.

600-პუნქტიან ჩამონათვალში 7 ქართული კლუბი მოხვდა.

ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიდან საუკეთესო პოზიცია თბილისის "დინამოს" უკავია, რომელიც 132-ე ადგილზეა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ეს შედეგი გასაკვირი ნამდვილად არ არის - "დინამო" ხომ ჩვენი ქვეყნიდან ყველაზე ხშირად ახერხებდა ევროსარბიელზე გასვლას და ჯერჯერობით ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპს უწია - 2004 წელს გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ რაუნდამდე მივიდა.

სხვა ქართული კლუბების მდგომარეობა კი ასეთია:

217. ზესტაფონი
268. მეტალურგი
272. ვიტ ჯორჯია
367. ტორპედო
420. სიონი
433. ლოკომოტივი

ამ კლუბებმა სარეიტინგო ქულები ევროთასებზე ასპარეზობით მოიპოვეს. 600-ეულს მიღმა დარჩა თბილისის "ამერი", რომელმაც არსებობა რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა.

რეიტინგს სათავეში "ბარსელონა" უდგას; საუკეთესო ათეულში კი ყველაზე მეტი, ოთხი წარმომადგენელი ინგლისს ჰყავს. პოსტსაბჭოთა სივრციდან საუკეთესო შედეგი დონეცკის "შახტარს" აქვს, რომელიც მე-18 ადგილზეა.

გაგაცნობთ რეიტინგის საუკეთესო ოცეულს:

1. ბარსელონა (ესპანეთი)
2. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
3. რეალი (ესპანეთი)
4. ბაიერნი (გერმანია)
5. არსენალი (ინგლისი)
6. ინტერი (იტალია)
7. ლივერპული (ინგლისი)
8. ჩელსი (ინგლისი)
9. მილანი (იტალია)
10. ლიონი (საფრანგეთი)
11. ვალენსია (ესპანეთი)
12. რომა (იტალია)
13. პორტუ (პორტუგალია)
14. იუვენტუსი (იტალია)
15. პსვ (ჰოლანდია)
16. სელტიკი (შოტლანდია)
17. შალკე (გერმანია)
18. შახტარი (უკრაინა)
19. აიაქსი (ჰოლანდია)
20. პსჟ (საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ რეიტინგების ვერაფერი გავიგე, ყველა თავის ჭკუაზე ადგენს :D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული