მოჰამედ რეკრუკი "ზესტაფონში" 2016 წლამდე ითამაშებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ახალი ფეხბურთელი შეემატა. იმერულ კლუბსა და 19 წლის ფორვარდ მოჰამედ რეკრუკს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებულება, რომლის პირობების თანახმად ალჟირელი თავდამსხმელი მარგველთა ღირსებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" მოსვლამდე, ახალგაზრდა ფეხბურთელი სახელგანთქმული ესპანური საფეხბურთო კლუბის "რეალ სარაგოსას" მეორე გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა.

მოჰამედ რეკრუკმა, რომელიც "ზესტაფონში" მიმდინარე წლის 16 იანვარს სინჯებზე გამოჩნდა, გუნდის ხელმძღვანელობაზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. ბათუმის "დინამოსთან" 2013 წლის 25 იანვარს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ალჟირელმა ფეხბურთელმა თავი დუბლითაც გამოიჩინა.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა"
და მოჰამედ რეკრუკს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებულება ძალაშია 2016 წლამდე. აქვე მოგახსენბთ იმასაც, რომ ზესტაფონელთა ალჟირელი ახალწვეული გუნდის ღირსებას 10-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

აქვე გეტყვით, რომ 3 თებერვალს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე თურქულ შეკრებაზე რიგით მეორე საკონტროლო შეხვედრას გამართავს - საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" პოლონეთის 14-გზის ჩემპიონსა და მოქმედ ვიცე-ჩემპიონს, ქალაქ ხოჟუვის საფეხბურთო კლუბ "რუხს" დაუპირისპირდება.

ქართულ-პოლონური დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
აქ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასამარებენ
dudu
00:48 04-02-2013
0
აქ ვერ ნახულობენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს არაბები რო არ ჩამოიყვანონ?
Joni
20:16 03-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული