თბილისის "დინამომ" პატრიკ მილხრაუმთან კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
4 თებერვალს თბილისის "დინამო" თურქეთში მეორე შეკრებაზე გაემგზავრა, რომელიც 15 თებერვლამდე გასტანს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა შეკრებაზე 22 ფეხბურთელი წაიყვანა: თორნიკე ზარქუა, ლევან ტყეშელაშვილი, ჯაბა დვალი, გიორგი გველესიანი, გივი კვარაცხელია, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი სეთურიძე, ჯაბა ჯიღაური, ლევან ხმალაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნიკა დიასამიძე, დავით ხოჭოლავა, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი პაპავა, გიორგი მერებაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, ემანუელ მენდი, პატრიკ მილხრაუმი, დარკო გლიშიჩი, ჩისკო, კარლეს კოტო და მიკელ ალვარო.

"დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, გუნდს დააკლდება პოლტავის "ვორსკლასთან" სპარინგში დაშავებული ოთარ ხიზანეიშვილი, ხოლო გიორგი ლორია და
ირაკლი ძარია
გუნდს ალბანეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩის შემდეგ, 7 თებერვალს შეუერთდებიან.

როგორც უკვე გაცნობეთ, ანტალიაში დინამოელები ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

ცნობილი გახდა, რომ "დინამომ" პატრიკ მილხრაუმთან კონტრაქტი გააფორმა. 28 წლის გერმანელი მარცხენაფლანგელი ბოლოს "ზესტაფონში" გამოდიოდა და მიმდინარე სეზონში მისი ფორმა 17-ჯერ მოირგო.

"ზესტაფონამდე" მილხრაუმს უთამაშია გერმანულ კლუბებში: "კარლსრუეში", "აუეში", "ალემანიაში", "მიუნხენ 1860"-სა და "შტუტგარტ კიკერსში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული