"ზესტაფონში" დაწუნებულმა ბრაზილიელმა ფოთის "კოლხეთს" მიაშურა

AutoSharing Option
სამტრედიაში ერთმანეთს ამხანაგურად უმაღლესი ლიგის ორი ბინადარი, ფოთის "კოლხეთი" და მარტვილის "მერანი" შეხვდა. თორნიკე მოსიაშვილის მიერ მატჩის ბოლოს გატანილი გოლით "კოლხეთმა" 1:0 გაიმარჯვა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
კოლხეთი: ბუბუტეიშვილი, კილასონია, ფარულავა, კრასოვსკი, ლორია, გოგონაია, როსინი, წაბრია, ჯანაშია, ქორჩილავა, კვანტალიანი
შეცვლაზე შევიდნენ: გულუა, კაკულია, რუსია, ცხვიტარია, ხოშტარია, სარსანია, მოსიაშვილი, ბარამიძე, ცაავა
მერანი: შეროზია, მელიავა, ქარქუზაშვილი, ხუმარაშვილი, გეგია, დიდავა, ბუკია, ნოზაძე, კუჭუხიძე, ტორონჯაძე, ს. ლომია
შეცვლაზე შევიდნენ: ბერია, ჯღამაია, გაბისონია, სიჭინავა, ლურსმანაშვილი, ნინიკაშვილი, შულაია, კრისი

"კოლხეთის" შემადგენლობაში ითამაშა 24 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა
ვიტორ როსინი და კუნიამ
, რომელიც ცოტა ხნის წინ "ზესტაფონში" ისინჯებოდა და იქ ფეხის მოკიდება ვერ შეძლო.

სამაგიეროდ, სავსებით რეალურია იმის ალბათობა, რომ მან კარიერა ფოთელთა შემადგენლობაში გააგრძელოს.

რაც შეეხება "მერანის" სატრანსფერო სიახლეებს, მალხაზ ჟვანიას გუნდი ორი თავდამსხმელით, 20 წლის ნიგერიელი კრისით და 35 წლის გამოცდილი გიორგი მეგრელაძით გაძლიერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული