"ზესტაფონი" თურქულ შეკრებაზე "ლეხიას" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
2013 წლის 9 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ამჯერად საქართველოს ჩემპიონის მეტოქე პოლონეთის ექსტრაკლასას წარმომადგენელი, ქალაქ გდანსკის წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი "ლეხია" გახლდათ.

პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატში გდანსკის კლუბი მეექვსე ადგილზეა მოკალათებული და გუნდის ღირსებას, პოლონელ ფეხბურთელებთან ერთად, ბრაზილიელი და კონგოელი ლეგიონერები იცავენ.

გდანსკელებთან შეხვედრაში ზესტაფონელებს ვერ დაეხმარა თედორე გრიგალაშვილი, რომელსაც ტრავმა აწუხებს. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი იმერელთა დამრიგებელმა კახა კაჭარავამ დაასვენა...

იმერელთა წინა მატჩის მსგავსად, "ლეხიასთან" შეხვედრაც ორი განსხვავებული ნაწილისაგან შედგებოდა. თუკი პირველ ტაიმში უკეთ
ქართველები გამოიყურებოდნენ და ეს უპირატესობა თორნიკე გორგიაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ თორნიკე აფციაურის მიერ გატანილ გოლშიც აისახა, შეხვედრის მეორე ნახევარში უკეთ გდანსკელები გამოიყურებოდნენ - რამდენიმე ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა მარგველთა დაცვამ, როინ კვასხვაძესაც უფრო ხშირად უხდებოდა თამაშში ჩართვა...

საქმე თითქოს "ზესტაფონის" გამარჯვებისაკენ მიდიოდა, თუმცა მატჩის არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე პოლონელებმა სწრაფი კომბინაცია გათამაშეს და ვოიცეხ ზისკამ დაპირისპირების საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1-1.

ზესტაფონელთა შემდგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: კვასხვაძე, ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), ლოსანო, კაჭკაჭიშვილი, მილუტინოვიჩი (გაგოშიძე, 70), ბენაშვილი (სარდალიშვილი, 65), გორგიაშვილი (ბაბუნაშვილი, 46), იელიჩი (შარიქაძე, 80), აფციაური (დიაკიტე, 55 (გორგიაშვილი, 85)), რაჟამაშვილი (სამუშია, 52), კუტალია (წინამძღვრიშვილი, 64 (ბენაშვილი, 90)).

თურქული შეკრების დასკვნით სპარინგ-შეხვედრას იმერული გუნდი ბელორუსიის ჟოდინოს "ტორპედო-ბელაზთან" 12 თებერვალს გამართავს.

VideoSportall.Ge
ზესტაფონი - ლეხია 1:1


fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული