Corriere dello Sport: თბილისში პირლო, ზეედორფი და კაკაც ითამაშებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას, რომელიც "დინამო არენაზე" 31 მაისს ჩატარდება, კლარენს ზეედორფი, კაკა და ანდრეა პირლო მიიღებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს "დინამო არენაზე" "მილანის" შემადგენლობაში ითამაშებენ: ვალერიო ფიორი, სებასტიანო როსი, როკე ჟუნიორი, პაოლო მალდინი, ჯანლუკა ძამბროტა, იაპ სტამი, მასიმო ოდო, დარიო შიმიჩი, რუი კოშტა, მატიე ფლამინი, იბრაჰიმ ბა, კრისტიან ვიერი, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი.

ასევე იხილეთ:
31 მაისის მატჩისთვის "მილანის" შემადგენლობა ცნობილია
ასევე დაგაინტერესებთ