თბილისის "დინამო" რუსული მილიონების მოლოდინშია?!

AutoSharing Option
რუსულ საიტ izvestia.ru-ზე ქართველი მკითხველისთვის საინტერესო სტატია გამოქვეყნდა - რუსეთის ერთერთი უმსხვილესი ბანკი თბილისის "დინამოში" დიდი ფინანსების ჩადებას აპირებს.

საუბარია ბანკ "ვითიბი"-ს (ВТБ) მიერ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში განსახორციელებელ დიდ პროექტზე, რომლის შესახებაც ქართული მხარე ჯერ სიტყვას არ ძრავს - სტატიის თანახმად, ყველაფერი ოფიციალურად 7 ივლისის შემდეგ უნდა გაცხადდეს, როდესაც თბილისში ერთმანეთს თბილისისა და მოსკოვის "დინამოების" ამხანაგური შეხვედრა გაიმართება.

აი, რას წერს გაზეთი "იზვესტია":

ვი-თი-ბი ბანკი თბილისის "დინამოს" სპონსორი ხდება
რუსეთის ერთერთი უმსხვილესი ბანკი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს დააფინანსებს

"ვითიბი"
აფართოებს საფეხბურთო ბაზარზე თავისი გავლენის სფეროებს. "იზვესტიას" აქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვის "დინამოს" აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვის შემდეგ, ბანკი თბილისის "დინამოს" ფინანსური მხარდამჭერიც გახდება.

სპონსორობაზე გარიგების შესახებ ოფიციალურად დინამოელთა ორი კოლექტივის ამხანაგური მატჩის შემდეგ გაცხადდება, რომელიც 7 ივლისს თბილისში გაიმართება.

არსებულ ვითარებაში "ვითიბი" ბანკის მმართველო პრეზიდენტის თანაშემწემ და მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ ვასილი ტიტოვმა გაგვარკვია.

"ჩვენ გვაქვს წინადადებები რამდენიმე სპორტული კლუბის სპონსორობის თაობაზე. უახლოესი პროექტი კი, რომელზეც ვმუშაობთ, თბილისის "დინამოს" მხარდაჭერა იქნება.

ჩვენ კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა და გარკვეული ისტორიული ტრადიციებიც არსებობს.

საქართველოში საფეხბურთო გუნდის სპონსორობა სულ სხვა თანხასთანაა დაკავშირებული, ვიდრე რუსეთში. ფეხბურთი - ისეთი სფეროა, სადაც სპონსორობა, ბრენდის ცნობადობის გაზრდის კუთხით, შესაძლოა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს".


თბილისის "დინამოში" "ვითიბი"-ისთან მოლაპარაკების თაობაზე ღიად საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

"აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს მხოლოდ მოსკოვის "დინამოსთან" ამხანაგური შეხვედრის შემდეგ გავაკეთებთ, ჯერჯერობით კი, რაიმე ოფიციალური განცხადების გაკეთება არ შეგვიძლია", - გვითხრეს ქართული კლუბის პრესსამსახურში..

თბილისის "დინამოსა" და მთლიანად ქართული ფეხბურთის ლეგენდა გიორგი ქინქლაძე კი მიიჩნევს, რომ რუსეთის წამყვან ბანკთან ურთიერთობა კლუბის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

"ქართული ფეხბურთის მთავარი უბედურება ფინანსების არქონაა. რუსული ფეხბურთისგან განსახვავებით, ჩვენს ჩემპიონატში ჯერ კიდევ არ არიან ძლიერი სპონსორები, ამის გამო ქართული ფეხბურთის დონე ერთ ადგილზეა...

თუკი "ვითიბი" "დინამოში" მართლაც აპირებს დიდი ფულის ჩადებას, ეს კლუბს საშუალებას მისცემს, სულ სხვა დონეზე ავიდეს და სტადიონის ტრიბუნებზე გულშემატკივართა ახალი თაობა მოიზიდოს.

თანაც, თუ ეს თანამშრომლობა შედგა, შემდეგ უკვე სხვა სერიოზული ორგანიზებიც დაინტერესდებიან ქართული ფეხბურთით",
- უთხრა "იზვესტიას" ქინქლაძემ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
სეპარატისტულად არა ხასჰლამა ცჰვეულებრივად დილას ცჰამოფრინდა და დილასვე გაფრინდა შე ყრძო სეპარატისტულო კომპლექსო
vaso
09 ივლისი 2013 10:40
0
სადაა აბა მილიონები?
asa
08 ივლისი 2013 12:26
0
და სადა აბა მილიონები ?
a
08 ივლისი 2013 12:24
0
რატომ ურევთ ყველაფერში პოლიტიკას?შალკეს სპონსორია ”გაზპრომი” და რა ფუჭდება ამით გერმანიაში?სპონსორი შეიძლება გახდეს და არა მფლობელი.ან თუნდაც მფლობელი გახდეს(ემოციურად ჩემთვის არასასიამოვნო იქნება მაგრამ სიტყვაზე) რა სნგ-ს ჩემპიონატზეა საუბარი>?როგორ გადაწყვეტს 1 გუნდი სად ითამაშოს.მიწების,ტყის და წყლის გაყიდვაზე არავინ დავობს და რუსული ბანკის მიერ საფეხბურთო გუნდის სპონსორობაზე გაქვთ პრეტენზია? :)
NIKA
08 ივლისი 2013 01:35
0
vaxos, -"ვთბ ბანკი 15 წელია რაც აქ არის" 15 წელი არა 25. რატომ შეგყავს ხალხი შეცდომაში ჯიგარ? რა 15 წელი შე .... ვტბ სულ მე-7 წელია რაც საქართველოში ოპერირებს. გარდა ამისა, სულ რამოდენომე დღის წინ, სეპარატისტულად ღამის საათებში თბილისს სტუმრობდა ვტბ-ს პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოსტინი, რომელიც იმავე "ღამეს" ასევე სეპარატისტულად შეხვდა ბიძინას.ვეკითხები "vaxos", ხომ არ იცი რა დანაბარები ჩამოიტანა ბიძინასთან ბანკის პრეზიდენტმა ვალოდიასაგან? ან ხომ არ იცი, რატომ ერთი სიტყვაც არ თქმულა ქართულ სატელევიზიო არხებზე ამის შესახებ? (მწირი ინფორმაცია დაიდო მხოლოდ ინტერნეტში) და აქვს თუ არა ამ ვიზიტს პოლიტიკური დატვირთვა. მიპასუხე ამ კითხვებზე და მერე ვიბაასაოთ.
zvio
07 ივლისი 2013 16:00
0
რატომ ხართ ასეთი ბოროტები, თუ ეს საქმე ქართულ ფეხბურტს წაადგება რატომაც არ უნდა გაკეტდეს ეს, რა დაიჩემეთ ეს რუსები ჩვენ წინ ცავიციოთ და რას გადაეკიდეთ გაანაბეთ ამ რუსებს თავი
zaza
07 ივლისი 2013 14:36
0
სანამ უნდა ზამოს დინამომ კარტული პეხბყრტი ტორპედოს აპეტკდა გაუმარზოს დინამოს. მოკვდა კვლავ პეხბყრტი
temyri
07 ივლისი 2013 14:01
0
ვინ თანაშობდა დილაში გორელები? კარგი რა რაგულზე სკდებით ხალხო დინამო ყოველთვის იყო სახელოვანი ასე თუ ისე იქნებ რამე გამოვიდეს ,თქვენ კიდე ან ეს სათაური ვთბ ბანკი 15 წელია რაც აქ არის ეეეჰ რა უნდა გელაპარაკოთ იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად ყველეფერში
vaxos
07 ივლისი 2013 13:27
0
ისეთ გუნდს როგორიც დილა იყო, დინამოს ვერ შექნით, დილა იმიტომ დაშალეთ, რომ დინამო ჩემპიონი გაგეხადათ, ისე დინამო ჩემპიონი ვერ გახდებოდა. ფაქტიური ჩემპიონი დილა იყო, ამას ივანაუსკასიც კი მიხვდა , მაგრამ ძალით ბოდიში მოახდევინეთ.
vaxo
07 ივლისი 2013 12:20
0
პოლიტიკური სათაური :D ბურჯანაძის აქციები გამახსენდა რუსეთიდან მილიონებს ელოდებაო რო ამბობდნენ :D
Shota
07 ივლისი 2013 00:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული