ირაკლი ძარიამ ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ირაკლი ძარიამ ვარჯიში განაახლა.

ირაკლი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალურად ემზადება.

"მეორე დღეა რაც ვარჯიში განვაახლე. ჯერ-ჯერობით გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი, მიხალ რუკავიჩკა ინდივუდუალური პროგრამით მამზადებს.

ტკივილები აღარ მაწუხებს, ექიმების თქმით 3-5 დღეში გუნდთან ერთადაც დავიწყებ ვარჯიშს, თუმცა არასრული დატვირთვით.

იმედი მაქვს, ფლეი-ოფის შეხვედრებისთვის მზად ვიქნები",
- თქვა ძარიამ.

შეგახსენებთ, რომ ძარია "სტრეიმურთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში დაშავდა, რომელიც "დინამომ" შინ ანგარიშით 6:1 მოიგო.

წყარო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული