ომარ მიგინეიშვილი: თბილისის "დინამოში" გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, 29 წლის მეკარე - ომარ მიგინეიშვილი ჩაირიცხა.

1 აგვისტოს ომარ მიგინეიშვილმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე პირველად ივარჯიშა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, პირველი რიგში იმით, რომ გადმოვედი თბილისის "დინამოში" - იცით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რომ ითამაშოს თბილისის "დინამოში".

რაც შეეხება ბაზას და პირობებს იდეალურადაა ყველაფერი გაკეთებული და "დინამოში" გადმოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯია და ვეცდები, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ თანდათან კიდევ უფრო მოვუმატო და ვითამაშო.

თბილისის "დინამოს" ძალიან კარგი, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე
ჰყავს საქართველოში გიორგი ლორია. მაგრამ მე არ დავაკლებ ჩემსას და რაც იქნება ვნახოთ მერე",
- თქვა მიგინეიშვილმა

წყარო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული