ვლადიმერ გუცაევი: ქართულ ფეხბურთში მუშაობა არ მინდა

AutoSharing Option
ვლა­დი­მერ გუ­ცა­ევ­თან ინ­ტერ­ვიუ ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­დის. ამი­ტო­მაც ვლა­დი­კავ­კა­ზის "ა­ლა­ნი­ას" სპორ­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რის თბი­ლის­ში ყოფ­ნით ვი­სარ­გებ­ლეთ და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ერ­თ-ერთ სა­უ­კე­თე­სო თავ­დამ­სხმელს არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზე ვე­სა­უბ­რეთ - ოსურ კლუბ­ზეც, ქარ­თულ ფეხ­ბურ­თში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზეც და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­სა და თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ზეც"...

- თბი­ლის­ში პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად ჩა­მო­ვე­დი და ვლა­დი­კავ­კაზ­ში ხვალ (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 26 აგ­ვის­ტოს. - ავტ.), ტუ­ლის "არ­სე­ნალ­თან" მატ­ჩის­თვის დავ­ბრუნ­დე­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, გა­სულ სე­ზონ­ში უმაღ­ლე­სი ლი­გი­დან დავ­ქვე­ით­დით, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. წელს აქ­ცენტს ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე ვა­კე­თებთ და გა­ი­სად უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი გვექ­ნე­ბა.

- "ა­ლა­ნი­ა" წელს
აღარ იბ­რძო­ლებს პრე­მი­ერ­ლი­გა­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თვის?

- რო­გორ არა. უმაღ­ლე­სი ლი­გის საგ­ზუ­რე­ბის­თვის, რე­ა­ლუ­რად, სა­მი კლუ­ბი იბ­რძვის - "არ­სე­ნა­ლი", "მორ­დო­ვი­ა" და "ა­ლა­ნი­ა". ვფიქ­რობ, პლე­ი­ ოფ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ხვდე­ბით. შე­საძ­ლო­ა, პირ­ვე­ლი წრის შემ­დეგ გუნ­დი ახა­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი­თაც გა­ვაძ­ლი­ე­როთ.

- "ა­ლა­ნი­ა­ში" თით­ქმის სულ თა­მა­შობს ერ­თი ქარ­თვე­ლი მა­ინც... ეს რი­სი "ბრალია"?
- იმის, რომ ვა­ლე­რი გა­ზა­ევს უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი! სულ მე­უბ­ნე­ბო­და, რომ თა­ვის გუნ­დში ქარ­თვე­ლე­ბის ნახ­ვა უნ­და. ამის სურ­ვი­ლი მოს­კო­ვის ცსკა-­ში მუ­შა­ო­ბის დრო­საც ჰქონ­და, მაგ­რამ ცსკა-ს სხვა მოთხ­ოვ­ნე­ბი აქვს. რო­ცა ჩა­დი­ხარ, უნ­და და­ამ­ტკი­ცო კი­დეც, რომ ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლი ხარ. მით უმე­ტეს, რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მა­ღა­ლი კლა­სის ლე­გი­ო­ნე­რია და მათ­თან კონ­კუ­რენ­ცია ძნე­ლი­ა...

ამ­ჟა­მად "ა­ლა­ნი­ა­ში" ოთარ მარ­ცვა­ლა­ძე ირიცხ­ე­ბა. გა­მოც­დი­ლი თავ­დამ­სხმე­ლია და აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

- "ა­ლა­ნი­ა­ში" გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ა­მაც ითა­მა­შა. ვლა­დი­კავ­კაზ­ში მი­სი თა­მა­შით კმა­ყო­ფი­ლნი დარ­ჩნენ?
- გი­ორ­გი ური­გოდ არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, მაგ­რამ "ა­ლა­ნი­ა­ში" ცო­ტა ხანს იყო და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრუ­ლად გა­მოვ­ლე­ნას რო­გორ მო­ას­წრებ­და? გა­მოც­დი­ლე­ბა კი ნამ­დვი­ლად მი­ი­ღო და "ვი­ტეს­ში" მი­სით კმა­ყო­ფი­ლნი იქ­ნე­ბი­ან.

სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ კო­კო­რინ­თან ჩხუ­ბის გა­მო მი­ღე­ბუ­ლი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია ჭან­ტუ­რი­ას ჰო­ლან­დი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­შიც გა­დაჰ­ყვა, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ თა­ვის თავს უნ­და და­აბ­რა­ლოს. ახალ­გაზ­რდაა და თა­ვი ვერ მო­თო­კა, მაგ­რამ ემო­ცი­ე­ბი ფეხ­ბურ­თის­გან შორს უნ­და იყოს...

- ქარ­თულ ფეხ­ბურ­თზე გა­და­ვი­დეთ: "დი­ნა­მო­-ტო­ტენ­ჰე­მის" მატ­ჩი თუ ნა­ხეთ?
- ფეხ­ბურ­თში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, მაგ­რამ ამ მატ­ჩმა გვიჩ­ვე­ნა, რომ კლას­ში სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პუ­ლი დო­ნის კლუ­ბებ­საც კი ძა­ლი­ან ჩა­მოვ­რჩე­ბით. "ტო­ტენ­ჰე­მი" გრან­დე­ბის კა­ტე­გო­რი­ას ნამ­დვი­ლად არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა - კარ­გი, სტა­ბი­ლუ­რი გუნ­დი­ა, თუმ­ცა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჩემ­პი­ონს რა დღეც აყა­რა, ყვე­ლამ ვნა­ხეთ.

შე­და­რე­ბით თა­ნა­ბა­რი დო­ნის მე­ტო­ქე ერ­გო გო­რის "დი­ლას", თუმ­ცა, რო­ცა "რა­პიდ­მა" "სიჩ­ქა­რე­ე­ბი ჩარ­თო", გო­რე­ლებს გა­უ­ჭირ­დათ...

- ან­გა­რიშ­ზე მე­ტად ის არის გულ­და­საწყ­ვე­ტი, რომ მე­ო­რე გო­ლის შემ­დეგ "დი­ნა­მოს" ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შეწყ­ვი­ტეს ბრძო­ლა...
- იმი­ტომ, რომ კლას­ში ძა­ლი­ან დი­დი გან­სხვა­ვე­ბა და­ი­ნა­ხეს... რო­ცა მიხ­ვდნენ, რომ შან­სი არ ჰქონ­დათ, გა­ჩერ­დნენ... "დი­ნა­მოს" ბევ­რი "ა­ვად­მყო­ფო­ბა" სჭირს, მაგ­რამ ახ­ლა ამა­ზე ლა­პა­რა­კი შორს წაგ­ვიყ­ვანს. ერთს კი ვიტყ­ვი: ძველ დი­ნა­მო­ელ­თა­გან რო­მე­ლი­მე მუ­შა­ობს დღეს კლუბ­ში? სამ­წვრთნე­ლო შტაბ­ში ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ხე­დავთ იმ მო­თა­მა­შე­თა­გან რო­მე­ლი­მეს, ვინც კლუ­ბის ის­ტო­რია შექ­მნა?

- რო­გორ ფიქ­რობს ვე­ტე­რა­ნი დი­ნა­მო­ე­ლი ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვი - დღე­ვან­დე­ლი გუნ­დის პრობ­ლე­მა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ, მწვრთნელ­ში თუ მე­ნეჯ­მენ­ტში?
- ასე­თი თა­მა­შის­თვის უცხ­ო­ე­ლი მწვრთნე­ლი რა სა­ჭი­რო­ა? - ამ დო­ნის მწვრთნე­ლე­ბი თბი­ლის­შიც საკ­მა­რი­სად არიან. ვი­მე­ო­რებ - ვე­ტე­რან­თა­გან ვინ­მე მუ­შა­ობს დღეს "დი­ნა­მო­ში"? სა­კუ­თარ თავს ნამ­დვი­ლად არ ვგუ­ლის­ხმობ - მშვე­ნი­ე­რი სამ­სა­ხუ­რი მაქვს და თა­ნაც, ქარ­თულ ფეხ­ბურ­თში მუ­შა­ო­ბა არც მინ­და! მაგ­რამ ხომ არი­ან ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ვი­საც რა­ღაც გა­უ­კე­თე­ბია "დი­ნა­მოს­თვის", ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის...

არც ერ­თი ვე­ტე­რა­ნი არ არის ღირ­სი, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" იმუ­შა­ოს?! გა­და­ხე­დეთ, ვინ მუ­შა­ობს "ბა­ი­ერ­ნში", "რე­ალ­ში", "ბარ­სე­ლონ­აში"...

მი­მაჩ­ნი­ა, რომ ამ­ჟა­მინ­დელ მე­პატ­რო­ნეს თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლე­ბიც სა­მარ­თლი­ა­ნად ედა­ვე­ბი­ან. ყვე­ლამ იცის, რომ არას­წო­რად წა­არ­თვეს კლუ­ბი ამ ხალხს. ან­და, სიმ­ბო­ლი­კის შეც­ვლა რა­ღა იყო?!

- მი­გაჩ­ნი­ათ, რომ სიმ­ბო­ლი­კის შეც­ვლა­მაც უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და "დი­ნა­მო­ზე"?
- ლო­გო თუ შეც­ვა­ლე, სხვა გუნ­დი არ გა­მო­დის?! თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" ერ­ქვა, ახ­ლა "დი­ნა­მო თბი­ლი­სი" გახ­და... თუ შეც­ვა­ლეს, ნუ­ღარ ამ­ბო­ბენ, რომ ეს კლუ­ბი 1925 წელს შე­იქ­მნა, მო­ი­გო თა­სე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სი, არის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი და თა­სის მფლო­ბე­ლი. და­იწყ­ონ ათ­ვლა ბო­ლო წლე­ბი­დან და მას შემ­დეგ რა ტი­ტუ­ლე­ბიც მო­ი­გეს, იმით ია­მა­ყონ...

- რა მოხ­დე­ბო­და, "დი­ნა­მოს" თქვენს დროს რომ წა­ე­გო სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე ასე­თი ან­გა­რი­შით?
- "დი­ნა­მო" 1973 წელ­საც და­მარ­ცხდა "ტო­ტენ­ჰემ­თან" 1:5, მაგ­რამ ეს ლონ­დონ­ში იყო. ვიბ­რძო­ლეთ და სა­გო­ლე მო­მენ­ტე­ბიც გვქონ­და, თუმ­ცა ბრი­ტა­ნე­ლებ­მა გვა­ჯო­ბეს. ეს მწვრთნე­ლის შეც­დო­მაც იყო - ცხო­ნე­ბულ ალი­ო­შა კოტ­რი­კა­ძეს ორი მეტ­რის სი­მაღ­ლის ფი­რუზ კან­თე­ლა­ძე რომ ეთა­მა­შე­ბი­ნა, ასე­თი ან­გა­რი­შით არ წა­ვა­გებ­დით...

თბი­ლის­ში 1:1 ვე­თა­მა­შეთ, არა­და, ისე­თი უპი­რა­ტე­სო­ბა გვქონ­და, აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და მოგ­ვე­გო... თუმ­ცა მა­შინ­დე­ლი და ახ­ლან­დე­ლი გუნ­დე­ბის შე­და­რე­ბა არც შე­იძ­ლე­ბა. წა­გე­ბის შემ­დეგ გუნ­დი ბა­ზა­ზე იყო ჩა­კე­ტი­ლი და გა­რეთ გას­ვლას ერი­დე­ბო­და...

- "დი­ნა­მო­ში" დი­დი ინ­ვეს­ტი­ცი­აც ჩა­ი­დო, ფეხ­ბურ­თე­ლებს ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა აქვთ, ლე­გი­ო­ნე­რე­ბიც ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ შე­დეგს ყვე­ლა­ნი ვხე­დავთ... რა არის გა­მო­სა­ვა­ლი, რა ეშ­ვე­ლე­ბა ქარ­თულ ფეხ­ბურთს?
- ფუ­ლი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და და­ა­ბან­დო. თუნ­დაც, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მა­გა­ლი­თი ავი­ღოთ - წი­ნა მთავ­რო­ბის დროს სფფ-ს საკ­მა­ოდ დი­დი და­ფი­ნან­სე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ არას­წო­რად ხარ­ჯავ­დნენ. ამი­ტომ არ ვი­თარ­დე­ბო­და არც მწვრთნე­ლი, არც ჩემ­პი­ო­ნა­ტი, არც ბავ­შვთა ფეხ­ბურ­თი... ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­დეგ­ზეც ხომ აი­სა­ხე­ბა? მთა­ვა­რი ფუ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა კი არა, მი­სი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ა.

ფეხ­ბურ­თში მთა­ვა­რი მხო­ლოდ ნაკ­რე­ბი ან მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი ვერ იქ­ნე­ბა. ყვე­ლა სეგ­მენ­ტი თა­ნაბ­რად უნ­და გან­ვი­თარ­დეს, ყვე­ლა სფე­რო მო­წეს­რიგ­დეს და შე­დე­გი მე­რე იქ­ნე­ბა. თუ ისევ ისე გაგ­რძელ­და, ასეთ ქა­ოს­ში კი­დევ ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიქ­ნე­ბით...

- ქარ­თულ ფეხ­ბურ­თში მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი არ მაქ­ვსო... ნაწყ­ე­ნი ხართ?
- ნაწყ­ე­ნი მხო­ლოდ მე კი არა, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი­ა, ვინც ქარ­თულ ფეხ­ბურ­თში ტრა­დი­ცია შექ­მნა, ვი­საც მარ­თლა რა­ღაც გა­უ­კე­თე­ბია ფეხ­ბურ­თის­თვის. ვინც ასე­თი იყო, ყვე­ლა და­ჩაგ­რეს, ყვე­ლა უკა­ნა პლან­ზე­ა. ალ­ბათ, შურთ და ის ვერ მო­ი­ნე­ლეს, ვე­ტე­რა­ნე­ბი ხალხს დღემ­დე რომ უყ­ვარს და ამი­ტომ არ გვიშ­ვე­ბენ ახ­ლოს არც ფე­დე­რა­ცი­ა­ში, არც კლუ­ბებ­ში. უნ­დათ, მხო­ლოდ "მათ­ნა­ი­რი ტი­პე­ბი" იყ­ვნენ გარ­შე­მო. არი­ან კი­დეც და ამი­ტო­მაც არის ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი ასეთ დღე­ში...

- მე­ო­რე პლან­ზე ვარ­თო... პირ­ველ პლან­ზე ვინ არის დღეს ქარ­თულ ფეხ­ბურ­თში?
- ვი­საც არც ფეხ­ბურ­თი უთა­მა­შია და არც არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის, არ იცის მო­გე­ბისა და წა­გე­ბის ფა­სი... პრე­ზი­დენ­ტი ხარ, მწვრთნე­ლი თუ ფუნ­ქცი­ო­ნე­რი, თუ თა­ვად არ გა­მო­გიც­დია, რა გე­მო აქვს გა­მარ­ჯვე­ბას და მარცხს, სხვა რო­გორ უნ­და გა­ზარ­დო? იმი­ტომ ვართ ასეთ დღე­ში და ასეც გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ნამ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი მსგავ­სი ფი­ლო­სო­ფი­ით იცხ­ოვ­რებს...

- ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვით - სა­დაც მი­ვე­დი, ყველ­გან დამ­ბლო­კე­სო... რას გუ­ლის­ხმობ­დით?
- მინ­დო­და, ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ სფფ-ის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი­სას სამ­ჯერ გამ­წი­ეს გვერ­დით... მხო­ლოდ ჩემს თავ­ზე არ ვამ­ბობ - ვინც არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩე­მი თა­ო­ბის მო­თა­მა­შე­თა­გან, ყვე­ლას ასე­ვე მო­ექ­ცე­ოდ­ნენ, რად­გან ფეხ­ბურ­თის სა­თა­ვე­ში ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ხალ­ხი არ სჭირ­დე­ბათ.

არა­და, ნე­ბის­მი­ე­რი პოს­ტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნის ფე­დე­რა­ცი­ებ­სა და კლუ­ბებს გა­და­ხე­დეთ - სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ყველ­გან ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, ჩვენ­თან კი... გა­ნაწყ­ე­ნე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან კი არ ვლა­პა­რა­კობ, ფაქტს ვა­დას­ტუ­რებ. ვინ ხარ და რა გა­გი­კე­თე­ბია ფეხ­ბურ­თის­თვის - ამას დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს...

- მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხომ შე­იც­ვა­ლა! ქარ­თულ ფეხ­ბურ­თში მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი აღარ გაქვთ, თუ ახ­ლაც "გვერ­დით გაგ­წე­ვენ"?
- ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ხალ­ხის ფსი­ქო­ლო­გი­ის შეც­ვლას დი­დი დრო სჭირ­დე­ბა...

ჯერ­ჯე­რო­ბით შეც­ვლილს ბევრს ვე­რა­ფერს ვხე­დავ და... თუ სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო "და­იწ­მინ­და", შე­საძ­ლო­ა, ვი­ფიქ­რო კი­დეც, მაგ­რამ უკაც­რა­ვად და, თუ ასე­თი "ბარ­და­კი" გაგ­რძელ­და, აქ მუ­შა­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ და­მა­ინ­ტე­რე­სებს...

- ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა ამ­ბობს, რომ კა­ნო­ნი­ე­რად არის არ­ჩე­უ­ლი - არ­ჩევ­ნე­ბის დროს კონ­კუ­რენ­ტი არც ბლა­ტერს და პლა­ტი­ნის ჰყო­ლი­ათ - გა­დად­გნენ და მეც გა­დავ­დგე­ბი­ო...
- მთელ სა­ქარ­თვე­ლოს თუ დაბ­ლო­კავ და მხო­ლოდ ერთს აუნ­თებ მწვა­ნე შუქს, ნე­ბის­მი­ე­რი გახ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტი. ზვი­ად სი­ჭი­ნავას დიდ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ ასე­თი ბრტყელ­-ბრტყე­ლი სიტყ­ვე­ბი სა­ჭი­რო არ არის. ასე ლა­პა­რა­კი უფ­რო ამ­ცრობს ადა­მი­ანს, ამი­ტო­მაც სჯობს, გა­ჩუმ­დეს.

- ფაქ­ტი­ა, რომ სფფ-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­კა­ცი არ­სად წას­ვლას არ აპი­რებს: ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე ვი­მუ­შა­ვებ, 2015 წლის არ­ჩევ­ნებ­ში კი მო­ნა­წი­ლეობას აღარ მი­ვი­ღე­ბო...
- იმი­ტომ, რომ იცის, აღა­რა­ვინ აირ­ჩევს... რო­გორც უმ­ცრო­სი ნო­დარ ახალ­კა­ცი იყო ორ­ჯერ "არ­ჩე­უ­ლი", ასე­ვეა ბა­ტო­ნი ზვი­ა­დიც, თო­რემ იუ­რი­დი­უ­ლად ვერც მო­ე­და­ვე­ბი... ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბიც მო­ვა და ვნა­ხავთ - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმა­ვე გზით წავ­ლენ და ისევ თა­ვი­ანთ პრო­ტე­ჟეს მო­იყ­ვა­ნენ...

რამ­დე­ნი წე­ლი­ა, სფფ არ­სე­ბობს? რამ­დე­ნი პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­იც­ვა­ლა და რო­გორ იყ­ვნენ არ­ჩე­უ­ლნი, ყვე­ლამ ვი­ცით...

- ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის თა­მაშ­ზე რას იტყ­ვით?
- სამ­წუ­ხა­რო­ა, ნაკ­რე­ბი ასე რომ თა­მა­შობს, მაგ­რამ მხო­ლოდ თე­მურ ქეც­ბა­ი­ას ნამ­დვი­ლად არ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. რა კონ­ტინ­გენ­ტით გინ­და ითა­მა­შო, რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი­ა, თუნ­დაც სა­შუ­ა­ლო დო­ნის ევ­რო­პუ­ლი კლუ­ბის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში? ევ­რო­პა­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, ჩვე­ნე­ბუ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა რუ­სე­თის პრე­მი­ერ­ლი­გი­და­ნაც გა­მო­უშ­ვეს ან პირ­ვე­ლი დი­ვი­ზი­ო­ნის კლუ­ბებ­ში გა­და­ვიდ­ნენ.

გვიჩ­ვე­ნეს კი­დეც ჩვე­ნი ად­გი­ლი - ჩა­მო­ვი­და "ტო­ტენ­ჰე­მი" და "დი­ნა­მო", რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ტუ­რით ად­რე გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი და თით­ქოს ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­თაც არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, ისეთ დღე­ში ჩა­აგ­დო... ამი­ტო­მაც თე­მურ ქეც­ბა­ი­ას ტყუ­ი­ლად ვლან­ძღავთ, აქ სხვა პრობ­ლე­მებ­თან გვაქვს საქ­მე.

ქეც­ბა­ი­ამ­დე კუ­პე­რიც იყო, ჟი­რე­სიც, ტოპ­მი­უ­ლე­რიც, მაგ­რამ რა გა­ა­კე­თეს? მი­ზე­ზი სხვა­გან უნ­და ვე­ძე­ბოთ, მაგ­რამ ვე­ძებთ კი?! ამბი­ცი­ა, იცოცხ­ლეთ, დი­დი გვაქვს - სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე უნ­და ითა­მა­შოს, მაგ­რამ ამ ამ­ბი­ცი­ას ზურგს არა­ფე­რი უმაგ­რებს, რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს...

ახალ­გაზ­რდე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი­ა, მაგ­რამ ბავ­შვი ყველ­გან ერ­თნა­ი­რია - იტა­ლი­ა­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. მე­რე რო­გორ ვი­თარ­დე­ბი­ან, ეს არის საქ­მე... თუ არც ნაკ­რებს აქვს წარ­მა­ტე­ბა და არც კლუ­ბებს, ე.ი. მი­ზე­ზი სხვა­გან უნ­და ვე­ძე­ბოთ. ჩვენ­თან კი არა­ვინ ეძებს - ან არ იცი­ან, ან თვალს ხუ­ჭა­ვენ...

ესაუბრა რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"


ასევე იხილეთ:
ვლადიმერ გუცაევი: ამ დონეს სხვა კლასი სჭირდება
ვლადიმერ გუცაევი: სადაც კი დავაპირე მისვლა, ყველგან დამბლოკეს
ვალერი გაზაევი: გიორგი ჭანტურია პერსპექტიული ფორვარდია
ვლადიმერ გუცაევი: პროფლიგა? არ უნდათ... სირცხვილია, მეტი არაფერი
ვლადიმერ გუცაევი: ნაკრებს 100 მილიონიც რომ დავახარჯოთ, მაინც არაფერი შეიცვლება