ვალერი გაზაევი: გიორგი ჭანტურია პერსპექტიული ფორვარდია

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანიას" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში არნემის "ვიტესის" 19 წლის ქართველ ფეხბურთელთან, გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტს გააფორმებს.

"კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებულია, რამდენიმე დღეში მას ხელს მოაწერენ.

ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე ავიყვანთ ტრანსფერის საბოლოო გამოსყიდვის პირობით.

ვფიქრობ, რომ ჭანტურია ძალიან პერსპექტიული ფორვარდია. ქართველი ფეხბურთელები ჩვენი გუნდის მენტალიტეტთან ახლოს არიან.

ბევრს ახსოვს ალბათ თეთრაძის, შელიასა და ყაველაშვილის წარმატებული გამოსვლა ჩვენს გუნდში.

იმედია, მათ ტრადიციას ჭანტურიაც გააგრძელებს",
- თქვა გაზაევმა "სპორტ-ექსპრესთან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ვლადიკავკაზურ კლუბში, სადაც სპორტულ დირექტორად ვლადიმერ
გუცაევი
მუშაობს, შოთა გრიგალაშვილი გადაბარგდა, თუმცა ქართველმა კლუბში თავი ვერ დაიმკვიდრა და "ალანია" მის გასხვისებას გეგმავს.

ასევე იხილეთ:
"ცსკა-ს გიორგი ჭანტურია არ მოეწონა და მისი იჯარით აყვანა გაზაევმა ისურვა"
გიორგი ჭანტურია: რუსეთში, ვლადიკავკაზის "ალანიაში" მივდივარ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული