უეფას რეიტინგი: აზერბაიჯანმა გაგვასწრო, ვინ იქნება შემდეგი?

AutoSharing Option
უეფას წინა და მიმდინარე გათამაშებების შედეგად, საქართველომ ევროპულ საკლუბო რეიტინგში პოზიცია დათმო. 2013/14 წლების სეზონში ჩატარებული მატჩების გათვალისწინებით, საქართველო 31-ე ადგილზეა.

ბოლო ორ ევროსეზონში 1.500 და 1.875 ქულა დავაგროვეთ და ეს იმ დროს, როცა საუკეთესო შედეგი (2.875 ქულა) 2011/12 წლების სეზონში გვქონდა.

სადღეისოდ კი საამაყო ბევრი არაფერი გვაქვს. აზერბაიჯანმა წლეულს და გასულ სეზონში, შესაბამისად, 3.000 და 2.500 ქულა დააგროვა, რეიტინგში 4 საფეხურით წაიწია წინ და გაგვასწრო კიდეც. პირველი ათეული ასე გამოიყურება:

ქვეყანა 09/10 10/11 11/12 12/13 13/14 ქ
1. ესპანეთი
17.928 18.214 20.857 17.714 2.000 76.713
2. ინგლისი 17.928 18.357 15.250 16.428 1.928 69.891
3. გერმანია 18.083 15.666 15.250 17.928 1.857 68.784
4. იტალია 15.428 11.571 11.357 14.416 1.666 54.438
5. პორტუგალია 10.000 18.800 11.833 11.750 1.583 53.966
6. საფრანგეთი 15.000 10.750 10.500 11.750 2.000 50.000
7. ჰოლანდია 9.416 11.166 13.600 4.214 1.166 39.562
8. რუსეთი 6.166 10.916 9.750 9.750 2.000 38.582
9. უკრაინა 5.800 10.083 7.750 9.500 1.500 34.633
10. ბელგია 8.700 4.600 10.100 6.500 1.700 31.600
11. თურქეთი 7.600 4.600 5.100 10.200 1.900 29.400
31. საქართველო 1.750 1.875 2.875 1.500 1.875 9.875

პოსტსაბჭოური ქვეყნების საკლუბო რეიტინგი
ქვეყანა 09/10 10/11 11/12 12/13 13/14 ქ
1(8). რუსეთი 6.166 10.916 9.750 9.750 2.000 38.582
2(9). უკრაინა 5.800 10.083 7.750 9.500 1.500 34.633
3(20). ბელორუსი 3.375 5.875 3.125 4.500 1.500 18.375
4(30). აზერბაიჯანი 1.500 2.000 1.375 3.000 2.500 10.375
5(31). საქართველო 1.750 1.875 2.875 1.500 1.875 9.875
6(33). მოლდოვა 2.125 2.125 0.500 2.250 1.750 8.750
7(35). ყაზახეთი 1.250 0.875 1.625 1.375 2.375 7.500
8(38). ლატვია 2.250 0.500 0.625 1.250 1.625 6.250
9(40). ლიტვა 1.250 0.625 1.000 1.125 1.250 5.250
10(49). სომხეთი 0.500 0.250 0.125 0.875 1.125 2.875
11(51). ესტონეთი 0.875 0.250 0.375 0.375 0.000 1.875

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლეულს ყაზახეთის გუნდები ევროთასებზე ჩინებულად გამოდიან და ორმა მათგანმა პლეი ოფამდე მიაღწია (ყარაგანდის "შახტიორმა" - ჩემპიონთა ლიგაში, "აქტობემ" - ევროპალიგაზე), არ გაგვიკვირდეს, რომ უახლოეს პერიოდში ამ ქვეყანასაც ჩამოვრჩეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი პესიმისტი ტიპები ხართ, ცუდის წერა მაგრა გეხერხებათ... თან ყოველთვის სტანდარტულად პესიმისტურად როგორ წერთ რამე სხვა სიტყვათა წყობა მაინც ისწავლეთ.... თქვენი ჟურნალისტობა არ გაიშვას , პირველი ლუზერები თქვენ ხართ
farchakebo
17:05 29-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული