ისტორიული გამარჯვება: დინამო-ლივერპული 3:0 [VIDEO]

AutoSharing Option
1979 წლის 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/16-ფინალის საპასუხო შეხვედრაში თბილისის "დინამომ" იმ დროისთვის ევროპის საუკეთესო გუნდს, "ლივერპულს" უმასპინძლა (პირველი შეხვედრა "ენფილდზე" ინგლისელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. გოლები ჯონსონმა, კეისმა და ჩივაძემ გაიტანეს).

ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, კოკისპირულ წვიმაში, 90 ათასი მაყურებლის წინაშე დინამოელებმა ანგარიშით 3:0 გაიმარჯვეს.

ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპულ ტურნირებს პირველივე წრეში გამოეთიშა.

დინამო-ლივერპული 3:0
გოლები: 1:0 გუცაევი (55), 2:0 შენგელია (75) 3:0 ჩივაძე (პენ. 81)
მსაჯი: ჰაინც ალდინგერი (გერმანია)

დინამო:
გაბელია, გოჩა მაჩაიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

ლივერპული: კლემენსი, ნილი, ირვინი, ტომპსონი, კენედი, ჰანსენი, დალგლიში, კეისი (ფეირკლო 78"), ჯონსონი, მაკ დერმოტი, სუნესი
მწვრთნელი: რობერტ პეისლი
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
წყარო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეჰჰ რა სასტავი იყო, ცრემლები მადგება და ჩემი ბიჭიც გიჟდება 9 წლისაა, ვერ წარმოუდგენია რომ ასეთი მაგრები ვიყავით! ზეპირად იცის ყველას სახელი და გვარი! სხვათაშორის კარგია რომ გზებზე გააკრეს ფირნიშები მათი სახელებით!
კოტე
22:25 13-05-2020
0
16 წლის ვიყავი, 1 იარუსზე კიბეზე, წყალში ვიჯექი და ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა მთელ სამყაროში
nikoloz
16:58 04-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული