დარჩება თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია თანამდებობაზე, მკაფიო პასუხი ამაზე ჯერ არ მოგვისმენია. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა განცხადებები კი გააკეთეს, თუმცა გადაჭრით ჯერ არაფერი უთქვამთ, თითქოს, ტაიმ-აუტი აიღეს...
ფედერაცია ამ საკითხს მარტო ვერ გადაწყვეტს და ამის მიზეზი ყველამ იცის - თემურ ქეცბაიას კონტრაქტი ფედერაციასთან აქვს, ფულს კი სახელმწიფო უხდის.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, სახელმწიფოსა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობის გარეშე ამას ვერ შეძლებს. მოკლედ, ნაკრების მწვრთნელის საკითხზე
ნაკრების გარშემო დატრიალებულმა არასასიამოვნო ბრალდებებმა კარგი მხოლოდ ის მოიტანა, რომ სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციას უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ უბიძგეს და ვფიქრობ, დიქტატის პერიოდი უკვე წარსულს ჩაბარდა - თანამშრომლობა ჯანსაღი და სასარგებლო იქნება.
ლოდინსაც აქვს ზღვარი. საფეხბურთო სამყარო დაიღალა გაურკვევლობაში ყოფნით და არ უნდა, რომ ასეთ ლოდინში შეხვდეს ახალ წელს - არა მგონია, ვინმე სხვანაირად ფიქრობდეს.
სახელმწიფო სტრუქტურებიდან, თუ არ ვცდები, არავის უთქვამს, ფეხბურთის ფედერაციას დოტაცია შეუწყდება ან შეუმცირდებაო. დახმარების შეწყვეტა-შემცირება კარგს არაფერს მოუტანს ქართულ ფეხბურთს, სხვა საქმეა, თუ დოტაციის გადანაწილებაზე მოხდება მსჯელობა და კამათი.
ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოვაყენებო და ასეც რომ არ იყოს, არა მგონია, სახელმწიფომ ფედერაციის დოტაცია კონკრეტული პიროვნების ხელშეწყობად აღიქვას.
ნაკრების გარშემო შექმნილი დაძაბული ფონი ნელ-ნელა ჩაცხრება, ამის სიმპტომები უკვე არის და მის განახლებას ხელი არ უნდა შეუწყოს არასწორმა გადაწყვეტილებამ - ამ ეტაპზე, ალბათ, ეს არის ფეხბურთის ფედერაციის მთავარი ამოცანა.
თუ მოთამაშე ნიჭიერი და მიზანდასახულია...
საახალწლოდ სხვა საინტერესო ამბებსაც ველოდებით, მაგალითად, თუ რომელ კლუბში გააგრძელებენ კარიერას თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე.
ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი - ლევან კობიაშვილი შემორჩა ევროპის ელიტურ ლიგას და ისიც ამ სეზონის შემდეგ ასრულებს კარიერას. ოქრიაშვილი და თარგამაძე კი ისეთები არიან, "ილიჩივეცზე" ბევრად უკეთეს გუნდშიც რომ შეუძლიათ თამაში. თარგამაძეს სულაც დაგემოვნებული აქვს ბუნდესლიგა.
ზოგადად, ტრანსფერი რთული თემაა, მხოლოდ ფეხბურთელის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ თუ მოთამაშე ნიჭიერი და მიზანდასახულია, კარგი ტრანსფერის შანსს ღმერთი აუცილებლად მისცემს.
გადამწყვეტი მომენტი მწვრთნელის კარიერაში
ამასობაში, 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა. 19-ანების გუნდი, ვასილ მაისურაძის თავკაცობით, მაისში შვეიცარიას, კვიპროსსა და ისრაელს შეხვდება.
მწვრთნელი მაისურაძე ერთხელაც მოექცა ყურადღების ცენტრში, მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა ერთხელაც მოგვწყვიტა წარუმატებლობებს და შესარჩევში ჩინებულად ითამაშა, ჰოლანდიაც კი დაამარცხა...
მაისურაძე ალღოიანი ფეხბურთელი იყო და მწვრთნელიც ასეთი გამოდგა, კარგად დაიჭირა ის ნიუანსები, რაც ახასიათებს ასაკობრივ ნაკრებებს. სხვისი რა გითხრათ და, მე კი ძალიან მაინტერესებს, როგორი მწვრთნელი იქნება მაისურაძე ისეთ გუნდში, როცა ზრდასრულ ფეხბურთელებთან მოუწევს მუშაობა.
იუნიორებიდან დიდებში გადასვლა საინტერესო, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მომენტია მწვრთნელის კარიერაში, რადგან ყველა ვერ ახერებს ერთნაირად წარმატებული იყოს იქაც და აქაც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შესაბამისად ვერც პერსპექტივას ვხედავ იმის, რომ ქეცბაიამ შეძლოს და დაალაგოს ნაკრები, როგორც შიდა ურთიერთობების გზით, აზრიანი ფეხბურთის თამაშის გზით...
ქეცბაიას როგორც მწვრთნელის მსოფმხედველობა უკვე ნათელია, 10 კაცით დაცვაში დადგომა, რასევე ყველაზე დასაფიქრებელი ამ სიტუაციაში ფედერეაციის პოზიციაა.
ნეტავ პირად დაპირისპირებაზე მაღლა საერთო საქმე დააყენონ
კროიფი!კროიფი სჭირდება ჩვენს ფეხბურთს!