შეგახსენებთ, ევროპალიგის პირველი ეტაპის პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და უგოლოდ დასრულდა, მეორე მატჩი კი საჩხერელებმა ანგარიშით 1:1 დაასრულეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
მატჩები ჩავლილია და როგორ დასრულდა "ჩიხურას" მოგზაურობა ევროთასებზე, ვიცით, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ამ ზაფხულს "ჩიხურას" თვითმფრინავი მგზავრობის დროს კატასტროფას გადაურჩა.
ამ ამბის ამსახველი ვიდეო შემთხვევით აღმოვაჩინეთ. კადრში ნათლად ჩანს, როგორ არასაიმედოდ ეშვება თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე, აკეთებს "სკუპებს"
აღნიშნული ფაქტი საჩხერის "ჩიხურას" პრესცენტრთან გადავამოწმეთ.
"დიახ, მაშინ ამ "ბოინგით" "ჩიხურა" მგზავრობდა. სტამბულიდან გერმანიის პატარა ქალაქში ჩავფრინდით და იქიდან ვადუცში ავტობუსით წავედით.
ღმერთმა გადაგვარჩინა.
დაშვების დროს პანიკა არ ამტყდარა, მაგრამ შინაგანად, რა თქმა უნდა, ყველას შეგვეშინდა, რადგან ვხედავდით, როგორ დაეშვა თვითმფრინავი და კვლავ აფრინდა.
როგორც შემდეგ პილოტმა გამოაცხადა, მათ სხვა ასაფრენ ზოლზე დაშვება გადაწყვიტეს და თვითმფრინავიც ამიტომ აფრინდა უკან ჰაერში", - გვითხრა პრესსამსახურის უფროსმა თორნიკე შალამბერიძემ.
ასევე იხილეთ:
ვადუცი-ჩიხურა 1:1 - სოსო ფრუიძე მართალს ამბობდა... [VIDEO]
ჩიხურა-ვადუცი 0:0 - ერთი დონის მეტოქეები