რე­ვაზ ჩე­ლე­ბა­ძე: ეს "დინამოსა" და საქართველოს ღალატი იქნებოდა

AutoSharing Option
რევაზ ჩელებაძე - თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელი, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი. კოლორიტიო, თუ ვინმეზე ითქმის, "ჩელეც" მათ შორისაა.

გულშემატკივარს თავი არაორდინარულობით შეაყვარა - ეფექტური თავური დარტყმებითა თუ პენალტების შესრულების უჩვეული მანერით...

კარიერის დასრულების შემდეგ რამდენიმე კლუბის პრეზიდენტი იყო - ქობულეთის "შუქურას" (1990), ბათუმის "დინამოსა" (1990-94, 1995-96) და რუსთავის "მეტალურგს" (1996-97) თავკაცობდა. 1995 წელს იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

ამჟამად ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტი და საფეხბურთო აგენტია. მისი ყველაზე ცნობილი კლიენტი ჯანო ანანიძეა...

ცხოვრებაშიც არაორდინარულია. მის მოყოლილ ანეკდოტებზე
ლეგენდები დადის. რევაზ ჩელებაძე ჟურნალ "ლელოს" სტუმარია.

- დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია, რომ ფეხ­ბურ­თ­ზე 17 წლის ასაკ­ში შეხ­ვე­დით...
- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ფაქ­ტი მომ­ხ­და­რა. კა­ლათ­ბურ­თ­ზე დავ­დი­ო­დი, აჭა­რის ნაკ­რებ­ში ვთა­მა­შობ­დი და ფიზ­კულ­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუტ­ში ვა­ბა­რებ­დი. ალ­ბათ, სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ არა ფეხ­ბურ­თი, რი­თიც ქუ­ჩა­ში ვერ­თობ­ოდი. ბი­ძა­ჩემს, ბი­ჭი­კო ჩე­ლე­ბა­ძეს კი ფეხ­ბურ­თი უზო­მოდ უყ­ვარ­და. სწო­რედ მან შე­მიყ­ვა­ნა ფეხ­ბურ­თ­ზე. ღმერ­თ­მა ასე ინე­ბა და მას შემ­დეგ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა.

კა­რი­ე­რა 1972 წელს, ქო­ბუ­ლე­თის "შუ­ქუ­რას" აკა­დე­მი­ა­ში და­ვიწყე. ერ­თი წლის შემ­დეგ გუნ­დ­შიც გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც მო­თა­მა­შე-მწვრთნე­ლად ვა­ლე­რი­ან ჩხარ­ტიშ­ვი­ლი მო­ვი­და. კა­ლათ­ბურ­თი­დან ფეხ­ბურ­თ­ზე გა­დარ­თ­ვა იოლი არ იყო. სულ სხვა მოძ­რა­ო­ბა და სირ­ბი­ლი იყო სა­ჭი­რო, მაგ­რამ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მოდ­გა. თა­ვი­დან­ვე ცენ­ტ­რა­ლურ თავ­დამ­ს­ხ­მე­ლად და­მა­ყე­ნა და პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­ში 11 გო­ლი გა­ვი­ტა­ნე. 17 წლის დე­ბი­უ­ტან­ტის­თ­ვის ეს კარ­გი შე­დე­გი იყო.

Sportall.Geმე­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში მი­მიწ­ვი­ეს, რო­მელ­მაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის "იმე­დის თა­სი" მო­ი­გო.

1974 წელს ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს" მწვრთნე­ლად და­ნიშ­ნეს. წა­მიყ­ვა­ნა და პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­ში 21 გო­ლი შე­ვაგ­დე, აქე­დან 19 - მე­ო­რე წრე­ში. ესეც ვა­ლე­რი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. მის გვერ­დით ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, თა­მა­ში მას­წავ­ლა, გამ­ხ­ს­ნა, თავ­და­ჯე­რე­ბა შემ­ძი­ნა და იმე­დი ჩა­მი­სა­ხა. ბი­ჭი­კო კი ჩემ­ზე გა­და­ყო­ლი­ლი იყო. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­კე­თეს რა და­მა­ვიწყებს?!

- ეს ის ბი­ძაა, ყვე­ლა გოლ­ზე 100 მა­ნეთს რომ გიხ­დი­დათ?
- არა, ის მე­ო­რე ბი­ძაა, ზია ჩე­ლე­ბა­ძე. კო­მუ­ნის­ტურ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი კერ­ძო სპონ­სო­რი მყავ­და - ბა­თუმ­ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლის­თ­ვის 10 მა­ნეთს მაძ­ლევ­და, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" - 100 მა­ნეთს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რებ­ში კი - 500-ს. ეს მა­შინ უზარ­მა­ზა­რი ფუ­ლი იყო. ახ­ლა რა­ღაა და­სა­მა­ლი - "ცე­ხა­ვი­კი" იყო და დიდ ფულს შო­უ­ლობ­და.

- წე­ლი­წად­ში ერ­თი მან­ქა­ნის ფუ­ლი გა­მოგ­დი­ო­დათ?
- (იცი­ნის) იმ­დე­ნიც ვერ გამ­ქონ­და, რომ გა­მე­კოტ­რე­ბი­ნა. ყვე­ლა­ზე მე­ტი 1980 წელს გა­და­მი­ხა­და. და­უ­ვიწყა­რი წე­ლი იყო - სსრ კავ­ში­რის ნაკ­რებ­თან ერ­თად ოლიმ­პი­ა­დის ბრინ­ჯაო მო­ვი­გე და "მა­რა­კა­ნა­ზე" საბ­ჭო­თა გუნ­დ­მა ბრა­ზი­ლი­ას 2:1 რომ მო­უ­გო, სას­ტარ­ტო­ში ვი­ყა­ვი და 70 წუ­თი ვი­თა­მა­შე.

ბეს­კოვს ვუთხა­რი, კის­რის მყე­სი და­მე­ჭი­მა-მეთ­ქი, თუმ­ცა მენ­დო­ბო­და, შვი­ლი­ვით ვუყ­ვარ­დი და მა­ინც მა­თა­მა­შა. ბო­ლომ­დეც ვიქ­ნე­ბო­დი მო­ე­დან­ზე, მაგ­რამ ჟუ­ნი­ო­რი წა­ვაქ­ციე და ხე­ლი რომ გა­ვუ­წო­დე მო­სა­ბო­დი­შებ­ლად, იუზ­რ­დე­ლა. ისე გავ­მ­წარ­დი, მზად ვი­ყა­ვი, მო­მეკ­ლა. ამან მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ა­გი­ჟა და ბეს­კოვ­მა ვი­თა­რე­ბის გან­სა­მუხ­ტავად შემ­ც­ვა­ლა...

მე­რე მთხოვ­და, "სპარ­ტაკ­ში" წა­მო­დი, შენ­ნა­ი­რი ფეხ­ბურ­თე­ლი მჭირ­დე­ბაო, მაგ­რამ მა­შინ­დე­ლი "დი­ნა­მო" "სპარ­ტაკ­ზე" ნაკ­ლე­ბი გუნ­დი არ იყო, ამი­ტო­მაც არ წა­ვე­დი. ისე, ხალხს რომ არ ვყვა­რე­ბო­დი, კი დავ­ფიქ­რ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ეს "დი­ნა­მო­სა" და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ღა­ლა­ტი იქ­ნე­ბო­და. სტა­დი­ო­ნი "ჩელე-ჩელეს" რომ და­ი­გუ­გუ­ნებ­და, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი კა­ცი არ იყო. ტრი­ბუ­ნა­ზე 80 ათა­სამ­დე მა­ყუ­რე­ბე­ლი რომ იკ­რი­ბე­ბო­და, ისეთ სიყ­ვა­რულს გა­მოს­ცემ­დ­ნენ, თა­მა­ში მარ­ტო ამის­თ­ვის ღირ­და.

არ ვტრა­ბა­ხობ - უამ­რა­ვი დი­დი ფეხ­ბურ­თე­ლი გვყო­ლია, მაგ­რამ გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მე რომ მე­ფე­რე­ბო­და, ასე ბევრს არ ანე­ბივ­რებ­და... ეეეჰ, რა "დი­ნა­მო" გვყავ­და.

- თუმ­ცა, იმ "დი­ნა­მო­ში" დი­დი ხელ­ფა­სე­ბი არ გქო­ნი­ათ...
- 200 მა­ნეთს მიხ­დიდ­ნენ. ზღაპ­რულ პი­რო­ბებს არც "სპარ­ტა­კი" მთა­ვა­ზობ­და - იქაც 200 მა­ნე­თი და ბი­ნა. ბეს­კოვ­მა მითხ­რა, ჩვენს სტილ­ში თა­მა­შობ და, რაც მთა­ვა­რია, "დი­ნა­მო­ში" ყი­ფი­ა­ნი, შენ­გე­ლია და გუ­ცა­ე­ვი არი­ან, სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ციაა, ჩემ­თან კი სულ ძი­რი­თად­ში იქ­ნე­ბიო. მა­შინ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ის "სპარ­ტა­კი", სა­მე­უ­ლი­დან რომ არ ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბუ­ლა და დღემ­დე ით­ვ­ლე­ბა, რომ ეს იყო ამ გუნ­დის "ოქ­როს ხა­ნა". ძა­ლი­ან დი­დი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თა­მა­შობ­დ­ნენ - და­სა­ე­ვი, ხი­დი­ა­ტუ­ლი­ნი, რო­მან­ცე­ვი, გავ­რი­ლო­ვი... ჩე­რენ­კოვ­ზე ხომ ლა­პა­რა­კი არაა.

- რო­მან­ცევს მა­ში­ნაც უყ­ვარ­და სმა?
- შე­იძ­ლე­ბა, ასეც იყო, მაგ­რამ მა­შინ ეს ძა­ლი­ან არ ჩან­და. სა­ერ­თოდ, ქარ­თ­ვე­ლებ­ზე თა­ვად რუ­სე­ბი ავ­რ­ცე­ლე­ბენ ლე­გენ­დებს, თით­ქოს, რე­ჟი­მის დამ­რ­ღ­ვე­ვე­ბი ვი­ყა­ვით. არა­და, იცოცხ­ლე, იმ­დენს სვამ­დ­ნენ. გვა­რებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, მაგ­რამ ნაკ­რე­ბის თა­მა­ში დამ­თავ­რ­დე­ბო­და თუ არა, შხაპს მი­ი­ღებ­დ­ნენ და იქი­დან ნას­ვა­მე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ. ერ­თხელ ვი­კითხე, არა­ყი მი­ლი­დან ხომ არ მო­დის-მეთ­ქი.

- არ­ყის ბოთლს საშ­ხა­პე­ში მა­ლავ­დ­ნენ?
- ყვე­ლა საშ­ხა­პე­ში იყო ტუ­ა­ლე­ტი და ბოთლს ტუ­ა­ლე­ტის "ბა­ჩოკ­ში" მა­ლავ­დ­ნენ. დი­ნა­მო­ე­ლე­ბიც ვსვამ­დით, სე­ზო­ნის ბო­ლოს ან რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თუ ხდე­ბო­და. მაგ­რამ თუ და­მი­ჯე­რებთ, ასე უტიფ­რად არა­სო­დეს მოვ­ქ­ცე­ულ­ვართ.

Sportall.Ge- ფეხ­ბურ­თ­მა სა­ხე­ლი და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მო­გი­ტა­ნათ. ფი­ნან­სუ­რად რა შეგ­ძი­ნათ?
- იმ სა­ხე­ლის და სიყ­ვა­რუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, დღეს რომ ვარ­სე­ბობ და ჩემს სახ­ლ­თან ახ­ლოს სტა­დი­ონს "ჩე­ლე არე­ნა" რომ და­არ­ქ­ვეს. რუ­სეთ­ში რამ­დენ მი­ლი­ცი­ელს გა­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ და ორი­დან ერთს მა­ინც უკითხავს - "ვი ტოტ სა­მი ჩე­ლე­ბად­ზე?" მიკ­ვირ­და და მე­ა­მა­ყე­ბო­და. რუ­სეთ­ში ქარ­თ­ვე­ლე­ბი კი­დევ თუ უყ­ვართ, ეს თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა.

ფეხ­ბურ­თ­მა ბევ­რი რამ შემ­ძი­ნა, მაგ­რამ დღე­ვან­დელ და მა­შინ­დელ ჰო­ნო­რა­რებს შო­რის უდი­დე­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა. ყვე­ლა­ზე დი­დი პრე­მია, 500 დო­ლა­რი, "მა­რა­კა­ნა­ზე" მო­გე­ბის­თ­ვის მი­ვი­ღე. გა­ვი­და წლე­ბი და ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს" პრე­ზი­დენ­ტი გავ­ხ­დი. ეს პრე­მია 1991 თუ 1992 წელს გა­მახ­სენ­და, "ბა­თუმ­მა" ზეს­ტა­ფო­ნის "მარ­გ­ვე­თი" თა­სი­დან რომ გა­აგ­დო და ბი­ჭებს 500-500 დო­ლა­რი და­ვუ­რი­გე. მე­ცი­ნე­ბო­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თას­ზე მო­გე­ბას ბრა­ზი­ლი­ის და­მარ­ცხე­ბის ფა­სი და­ე­დო-მეთ­ქი.

- თა­ვად რე­ჟი­მის მოყ­ვა­რუ­ლი იყა­ვით?
- ცო­ტას მეც ვარ­ღ­ვევ­დი და ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის დი­დი ნა­წი­ლიც. ეს უფ­რო 1981 წლის შემ­დეგ ხდე­ბო­და და ფეხ­ბურ­თ­საც ამის გა­მო შე­ვეშ­ვი, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თი ყვე­ლას უზო­მოდ გვიყ­ვარ­და და ვარ­ჯი­შებ­ზეც ვი­ხარ­ჯე­ბო­დით. 2 დღით ად­რე შეკ­რე­ბა­ზე იმი­ტო­მაც გა­დავ­დი­ო­დით, რომ მატ­ჩის­თ­ვის ფორ­მა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. არა­და, "ლი­ვერ­პულს" რომ შევ­ხ­ვ­დით, ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი სას­ტუმ­რო­ში შუ­ადღი­სას მო­ვიდ­ნენ, ერ­თად ისა­დი­ლეს, მე­რე ნომ­რებ­ში და­ის­ვე­ნეს, სა­ღა­მოს სტა­დი­ონ­ზე მო­ვიდ­ნენ და 2:1 მოგ­ვი­გეს.

- დღე­ვან­დელ თა­ო­ბა­ში მე­ტი პრაგ­მა­ტიზ­მი და ნაკ­ლე­ბი თავ­და­დე­ბაა. თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ?
- მა­შინ ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა ორი გზით შე­იძ­ლე­ბო­და - იატაკ­ქ­ვე­შა ბიზ­ნე­სით ან ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა უნ­და ყო­ფი­ლი­ყა­ვი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გზა ხსნი­ლი გექ­ნე­ბო­და - ბი­ნას გაძ­ლევ­დ­ნენ, ინ­ს­ტი­ტუტს ამ­თავ­რებ­დი, სამ­სა­ხურ­ში მო­გაწყობ­დ­ნენ...

ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავ­და თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" მსგავს კლუ­ბებ­ში მოხ­ვედ­რა. ჩვენც სა­ხელ­ზე ვფიქ­რობ­დით. ბო­ლოს და ბო­ლოს, ხალ­ხი ტაშს გვიკ­რავ­და და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით. ახ­ლა მოხ­ვ­დე­ბი უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ან ევ­რო­პულ გუნ­დ­ში და ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა გა­ცი­ლე­ბით იოლია. ამი­ტომ ბი­ჭებს მე­ტი სპორ­ტუ­ლი მო­ტი­ვა­ცია მო­ეთხო­ვე­ბათ.

- მწვრთნე­ლი­სა და ფეხ­ბურ­თე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის თე­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ზო­გი ამ­ტ­კი­ცებს, რომ ფეხ­ბურ­თე­ლებს ნო­დარ ახალ­კა­ციც აგი­ნებ­და...
- რა სი­სუ­ლე­ლეა?! მკაც­რი იყო, ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან ხის­ტიც, მაგ­რამ გი­ნე­ბა რა­ში სჭირ­დე­ბო­და? ისეთ სიტყ­ვას იტყო­და, ისე ლო­გი­კუ­რად, სა­უბ­რით გა­ჯე­რებ­და... ან ვინ აპა­ტი­ებ­და გი­ნე­ბას? ბო­ლოს და ბო­ლოს, ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ღირ­სე­ბაა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
ასევე დაგაინტერესებთ