სფფ-მა 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

AutoSharing Option
26 დეკემბერს, ოფიციალურ მიღება-საღამოზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვა.

წლის მთავარი ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი ლორია.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) ფეხბურთელი - ვაკო ყაზაიშვილი

წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი ფეხბურთელი - გურამ კაშია

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - გურამ კაშია.

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო გუნდი - 19-წლამდელთა ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა გამოავლინეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული