რა ასაკის "ბარსელონას" მოუგო თბილისის "ლოკომოტივმა"

AutoSharing Option
28 იანვარს თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს ამხანაგური მატჩი მოუგო - 1:0. ერთადერთი გოლი დავით ჯიქიამ გაიტანა.

ამ გამარჯვებამ საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ზოგიერთის მტკიცებით, "ლოკომოტივმა" არა "ბარსელონას" 19-წლამდელებს, არამედ 16-წლამდელებს მოუგო, რაც სინამდვილეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება.

"ბარსელონას" აკადემია "ლა მასიაში" ასეთი იერარქიაა: "ბარსელონა B"-ს შემდეგ, რომელიც სეგუნდა დივიზიონში თამაშობს, მოდიან: ჟუვენილ A და B, შემდეგ კი - კადეტ A და B. შესაბამისად, 19, 18, 17 და 16-წლამდელთა გუნდები.

"ლოკომოტივი" მართლაც ჟუვენილ A-ს ეთამაშა, რომელსაც, "ბარსელონას" ოფიციალური საიტის
ცნობით, დაემატნენ ჟუვენილ B-ს და კადეტ A-ს ფეხბურთელები.

მაგალითად, ითამაშა "ბარსას" ცნობილმა ტალანტმა ალექს გრიმალდომ, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. გრიმალდო 18 წლისაა.

ის, რომ კატალონიელთა რიგებში რამდენიმე 16-17 წლის ფეხბურთელი იყო, "ბარსელონას" გადაწყვეტილება იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" (U19) დაამარცხა [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ასაკს მოუგეს და 19-წლამდელებს მოუგეს, რომელთაც რამოდენიმე ასაკით პატარა ფეხბურთელი ყავდათ დამატებული. ასე იყო ლოკომოტივიც 19, 18,17 და რავი 15 წლისაც კი იყო ერთი. ანუ ანალოგიური ასაკის ფეხბურთელები იყვნენ და ძაან მაგრა ითამაშა ლოკომ, იყო მომენტები როცა ბურთს უმალავდნენ ბარსიტას
შაკო
11:24 30-01-2014
0
გვიხარია, როგორ არა, მაგრამ ჟურნალისტებმა თავიდანვე დააკონკრეტეთ ხოლმე დეტალები, თორემ ზოგმა იფიქრა რომ ბარსელონას პირველ გუნდს მოუგეს!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული