თორნიკე ოქრიაშვილი: მეწყინა, ქართველები ასე რომ მოიქცნენ

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცის" ქართველმა ახალწვეულმა თორნიკე ოქრიაშვილმა თბილისის "დინამოსთან" ჩაშლილ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში გამართული ამხანაგური შეხვედრა ჩაიშალა. ოდესელებმა მატჩის 62-ე წუთზე ოქრიაშვილი გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელით შეცვალეს, რაც დინამოელებმა შეურაცხყოფად მიიღეს და თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს (იხილეთ ვრცლად).

"ისე მოხდა, რომ ტრავმა მივიღე. რადგან ამ დღეს ჩვენ ორი სხვადასხვა გუნდით ვთამაშობდით, სათადარიგოები არ გვყავდა და იძულებულნი გავხდით, "დინამოსთან" მოედანზე ერთ-ერთი მწვრთნელი შემოგვეყვანა.

ამ ფაქტით თბილისის "დინამო" შეურაცხყოფილი დარჩა. მათ თამაშის გაგრძელება აღარ ისურვეს და განაცხადეს, რომ ეს
იყო უპატივცემულობა.

თავადაც განაწყენებული დავრჩი, ქართველები ასე რომ მოიქცნენ. თამაშის გაგრძელება ვთხოვე, მაგრამ მიპასუხეს: "ოქრი, ძალიან გვიყვარხარ და პატივს გცემთ, მაგრამ თამაშს ვერ გავაგრძელებთ, რადგან თქვენ პატივს არ გვცემთ", - უთხრა ოქრიაშვილმა ტელეარხ "Футбол 1"-ს.

მომზადებულია terrikon.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
arsena ჩერნომორეცი დინამოს დონის გუნდია და თუკი დინამოსნაირ მეტოქეს პატივს არ სცემს, არც თვითონ იმსახურებს პატივისცემას. მოსკოვის და კიევის დიამოებს, დონეცკის შახტარს ეთამაშა ინამო ზაფხულში და მაგათ არ უკადრიათ ეგეთი ნაგლობა, არადა ათი თავით მაღლა დგანან ჩერნომორეცზეც და დინამოზეც.
fdvgbsev
14:40 09-02-2014
0
ჯერ ერთი რატომ უნდა ჰქონდეთ ოდესელებს დღევანდელი "დინამოსადმი" პატივისცემა რა მაგრად თამაშობენ, ფეხბურთელები ყავთ მაგარი თუ წარმატებას მიაღწიეს ევროპულ სარბიელზე? ეს მწვრთვნელიც სად იშოვეს, ასეთი ინტელექტის მწვრთვნელი გაიყვანს "დინამოს" ლიგაზე? პატივისცემას დამსახურება უნდა ! ბიძუნიებმა "დინამო" გააბანძეს და რა ავტორიტეტზე შეიძლება ლაპარაკი!
arsena
12:58 09-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული