თბილისის "დინამოს" განცხადება: ამ გამოკითხვის შედეგები ჩვენთვის გაუგებარია!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ოფიციალურ საიტზე კლუბის განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენთვის ცნობილი გახდა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებული 2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო სკოლის, გუნდის, მწვრთნელის გამოკითხვის საბოლოო შედეგები, რომლის არცერთ ნომინაციაში "დინამო" გამარჯვებულად არ დასახელდა.

2013 წელს, რომლის პერიოდსაც მოიცავდა აღნიშნული გამოკითხვა, "დინამო თბილისის" ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის თითქმის ყველა ასაკობრივმა გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (U-11-ის გარდა, რომელმაც მონაწილეობა ერთი წლით უფროს ასაკობრივ შეჯიბრებაში მიიღო და პირველობა მხოლოდ U-12 თანაკლუბელებს დაუთმო).

რაც შეეხება 2013-2014 წლების მიმდინარე სეზონს, დინამოელები ლიდერობენ
ელიტ ლიგის თითქმის ყველა 7 ასაკობრივ ტურნირში (U-9 გუნდის გარდა, რომელიც მეორე პოზიციაზეა). "დინამოს" აკადემიის 7 ფეხბურთელი საქართველოს U-14 ნაკრებში გამოდის, 9 ფეხბურთელი კი ჩვენი ქვეყნის U-13 ღირსებას იცავს, აღარაფერს ვამბობთ ჩვენი აკადემიის ასაკობრივი გუნდების წარმატებებზე საერთაშორისო ტურნირებზე და ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურაზე, რომელიც საუკეთესოა რეგიონში.

ჩვენთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მოხდა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში საუკეთესოების გამოვლენა.

ჩვენთვის მიუღებელია თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამარჯვებულის გამოვლენის არსებული წესი, რომელიც სუბიექტურია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული