ჩისკოს გოლის ეპიზოდი უცხოურმა საიტებმა "წლის ფეირ პლეიდ" შერაცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
26 თებერვალს თბილისის "დინამოს" ესპანელი ლეგიონერის, ჩისკოს მიერ გატანილ კურიოზულ გოლს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

უცხოურმა სპორტულმა საიტებმა არამარტო "დინამო"-"სიონის" მატჩის 73-ე და 74-ე წუთებზე გასული გოლების ვიდეო გამოაქვეყნეს, ფაქტი "წლის ფეირ პლეიდაც" შერაცხეს.

შეგახსენებთ მატჩის ეპიზოდს - დაშავებული დინამოელის გამო ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელებმა ბურთი აუტში განზრახ გადააგდეს, იქიდან მოწოდებული კი ლამის მოედნის ცენტრში მყოფმა ჩისკომ, ბურთის უკან დაბრუნების მიზნით, მეტოქის კარისკენ "ბრმად" გაგზავნა, თუმცა სუპერგოლი კი გამოუვიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არბიტრს გოლის არჩათვლის არანაირი უფლება არ ჰქონდა და ანგარიში ასე
გაიხსნა, თუმცა დინამოელებმა "სამართლიანი თამაშის" დაუწერელი კანონი არ დაარღვიეს და გიორგი კახელიშვილს საშუალება მისცეს, მოედნის ცენტრიდან ბურთი მშვიდად წაეღო და "დინამოს" კარში გაეტანა.

უმაღლესი ლიგის XIX ტურის ეს შეხვედრა საბოლოოდ ბოლნისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ასევე იხილეთ:
დინამო-სიონი 1:2 - საოცრებანი "დინამო არენაზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბევრი ამბობს გაიყიდაო.. მაინტერესება ამას რითი დაამტკიცებთ? ჩემი აზრით ნელნელა ყველაფერი უკეთესად იქნება დინამოში, ბევრი რამ კეთდება და დასაფასებელია, დრო სჭირდებათ
giorgi surguladze
19:08 28-02-2014
0
იქნებ ნაკლები "დაიგრუზა" ტოტალიზატორში ?! მე რითი ვარ დაზღვეული რომ, ეს მატჩი არ იყო გაყიდული ?! მე მედო ტოტალიზატორში ნაკლები!
SHUKOVANI
16:58 27-02-2014
0

სიახლეები პოპულარული