- ბატონო ზვიად, გურიაში თქვენი ვიზიტის მიზანი რა არის?
- მხოლოდ გურია არაფერ შუაშია, ჩვენ რეგიონებში დავდივართ, რათა სახელმწიფოს მივაწოდოთ ის პრობლემები, რომელთა ერთობრლივი ძალებით გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესია რეგიონებისთვის, შესაბამისად, ქართული ფეხბურთისთვის. ახლა ჭაბუკთა შერჩევებს ვაწარმოებთ და რეგიონებიდან ჩამოსულების უპირატესობა აშკარაა. ქართულმა ფეხბურთმა ეს უნდა გამოიყენოს.
- დღეს თქვენ "დინამოს" ახალ მფლობელზე
- ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან, როცა ასეთი რაღაცები ვთქვით, ცუდად დავცადეთ.
- ბატონო ზვიად, "ლელოში" დაბეჭდილი ლევან ყიფიანის ინტერვიუს გაეცნობოდით. მიიჩნევთ, რომ პროფლიგა ფინანსური მოსაზრებით დაშალეთ - როცა სახელმწიფომ უმაღლესლიგელების დაფინანსება გადაწყვიტა, ფედერაციამ პფლ-ის ფუნქცია შეითავსაო...
- ვინ არის ლევან ყიფიანი? არ ვიცი...
- "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
- არ ვიცი ასეთი არავინ, ვინ არის საერთოდ ლევან ყიფიანი?!
- ბატონო ზვიად, დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ სახელმწიფო დაფინანსება, ანუ უკვე გაჟღერებული 7 მილიონი, არა კლუბებს, არამედ ძირითადად ნაკრებებს შეეხება, მაგრამ ოპონენტები პროფლიგის უფლებამოსილების შეთავსების სხვა საფუძველსაც "ხედავენ" - ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს.
- რა არჩევნები, კაცო... სად არის ჯერ არჩევნები?
- ისე, მონაწილეობას აპირებთ?
- არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია და ვერაფერს გეტყვით.
- როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები, სავარაუდოდ, მაისში?
- არა, ასე განსაზღვრული არ არის! ჩვენ გვაქვს უფლება, 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე ნებისმიერ დროს ჩავატაროთ!
საუბრის დასასრულს სფფ-ის პრეზიდენტი დაინტერესდა, "ლელოს" რომელ ნომერში იყო ლევან ყიფიანთან ინტერვიუ.
თუ რა საკითხებზე ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გურიის ფეხბურთის მესვეურებთან, რა ბედის ელის "გურიას", გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზას და რატომ არ მიჰყიდეს თავის დროზე სიჭინავას ბაზა გურულებმა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ხვალინდელ ნომერში მოგითხრობთ.
თომა ჩალაძე ლანჩხუთიდან
ზღაპრებს თავი დაანებეთ თუ ძმა ხარ, თორემ თქვენს კეთილსინდისიერებაში ეჭვი შემეპარება!
მომავალი წელი უკეთესი იქნება.