შეგახსენებთ, რომ 1964 წლის 18 ნოემბერს, ტაშკენტში ჩატარებულ "ოქროს მატჩში" თბილისის "დინამომ" მოსკოვის "ტორპედო" 4:1 დაამარცხა და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. იმ მართლაც ოქროს მატჩის ერთ-ერთი გმირი კი ილია დათუნაშვილი გახლდათ, რომელმაც ძირითად დროში ანგარიში თავისი "საფირმო"... კუთხურით გაათანაბრა, დამატებითში კიდევ ერთი გოლიც გაიტანა და დასაბამი დაუდო იმ დიდ წარმატებას.
...ილია დათუნაშვილი იმ მართლაც გამორჩეული 60-იანელების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ: 1959-67 წლების სეზონში
1966 წელი მართლაც არასდროს დაავიწყდებათ ფეხბურთის ქართველ სტაჟიან ქომაგებს: თბილისის "დინამოსა" და ერევნის "არარატის" შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა, აი, შესვენების შემდეგ კი სტუმართა კარში 5 ბურთი გავიდა და ეს ხუთივე გოლი ილია დათუნაშვილმა გაიტანა! თანაც, 23 წუთის განმავლობაში...
...ილია დათუნაშვილის გამორჩეულ საფეხბურთო თუ არანაკლებ გამორჩეულ პიროვნულ თვისებებზე გუშინ, 13 ნოემბერს, უამრავი თბილი სიტყვა მოისმინა დამსწრე საზოგადოებამაც და ამ საღამოს მთავარმა "მოქმედმა პირმაც": ტოტალიზატორმა "ლიდერბეთმა" კიდევ ერთ ლამაზ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც ჩვენმა კოლეგებმა: ბიძინა ბარათაშვილმა, ლევან სალუქვაძემ და გიგლა გვენცაძემ ჩაუყარეს საფუძველი.
"ქართული სპორტის ლიდერები", - აი, ასეთია გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებთან ამ ტრადიციული შეხვედრების სლოგანი და ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთ გამორჩეულ პიროვნებას გუშინ, 13 ნოემბერსაც მოეფერნენ.
შეხვედრას, ჩვეული ორატორობითა და იუმორით ჩვენი კოლეგა ჯამლეთ ხუხაშვილი უძღვებოდა. ილია დათუნაშვილის საფეხბურთო მიღწევებსა თუ სხვადასხვა ეპიზოდზე ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლებმაც (თენგიზ გაჩეჩილაძე, გია გორგოძე, თემურ ჯაფარიძე, თენგიზ პაჭკორია, სანდრო კოტორაშვილი, დემიკო ლოლაძე, გოჩა კაჭარავა, გია პლატონიშვილი) ისაუბრეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმაც (თამაზ თევზაძე, ირაკლი დოლაბერიძე) და ვეტერანმა დინამოელებმაც (ზორბეგ ებრალიძე, ფირუზ კანთელაძე).
ვინ ვინ და ილია დათუნაშვილი (ვისაც ამ ცოტა ხნის წინათ 77 წელი შეუსრულდა) ასეთ თბილ სიტყვებსა და დაფასებას ნამდვილად იმსახურებს!..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"