"პრეზიდენტობის კანდიდატებო, რატომ არ ითხოვთ საარჩევნო კანონის შეცვლას?!"

AutoSharing Option
ფეხბურთი გულშემატკივრისაა და მას ყველამ უნდა უსმინოს. რეალურად, ახლა საფეხბურთო სამყაროში მიმდინარეობს ბრძოლა 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ვეტერანი ფეხბურთელი, "ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით უგრელიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში სფფ-ის დღევანდელი ხელმძღვანელებისთვის სასურველი კანდიდატის გამარჯვება გარანტირებულია, რადგან ამას ხელს არსებული საარჩევნო სისტემა უწყობს:

- მიკვირს, რომ პრეზიდენტობის მსურველი არც ერთი კანდიდატი საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე ყურადღებას არ ამახვილებს. არადა, ფედერაციის სუბიექტების და ხმის მიცემის უფლების მქონე ორგანიზაციების ხელმძღვანელთა უმეტესობა არსებული სისტემის პირმშოა, თავს კარგად გრძნობენ და ხმას სხვა კანდიდატს რატომ
მისცემენ?!

Sportall.Ge- ასე რატომ ხართ დარწმუნებული?
- ხმის უფლების მქონე 35 სუბიექტიდან უმრავლესობა ადრეც და ახლაც სხვის დაკრულზე ცეკვავდა და ახლა სხვაგვარად ვერ მოიქცევა. ასეა უმაღლეს ლიგაში ხმის უფლების მქონე გუნდების დიდი ნაწილი.

ცხადია, უმაღლესი ლიგის 16 გუნდამდე გაფართოებაც და შემდგომ ფედერაციის მიერ მათთვის დარიცხული სახსრებიც გარკვეული ვალდებულებების აღებას გულისხმობდა.

ორჯერ ორივით ნათელია, რომ სფფ-ისთვის არასასურველ კანდიდატს ხმას ისინი არ მისცემენ. პლუს, 13 დელეგატი რეგიონულ ფედერაციებს წარმოადგენს, რომლებსაც პირდაპირ სფფ აფინანსებს, მის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო ადამიანურ კავშირში არიან და ფინანსური დამოკიდებულებაც სახეზეა. მიმაჩნია, რომ ამ 13 სუბიექტის ხმაც სფფ-სია.

ფედერაცია კი თავისი კანდიდატების გასაყვანად გააფთრებით იბრძვის. გურიის რეგიონული ფედერაციის არჩევნებში ეს თავად ვნახე: სფფ-ისთვის არასასურველი კაცი გადიოდა და დაბლოკეს.

დარჩა 9 ხმა, რომელიც ასოციაციებსა და კავშირებს ეკუთვნის და ისინიც ასევე სფფ-სთვის სანდო კადრებითაა დაკომპლექტებული. მაინტერესებს, რას ფიქრობენ ამაზე ალტერნატიული კანდიდატები და რატომ არ ითხოვენ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას? ამ კანონმდებლობით ხომ არჩევნებს წააგებენ?

- ანუ სფფ-ისთვის სასურველ კანდიდატს არჩევნები მოგებული აქვს?
- სახელისუფლებო ძალების ჩაურევლად, არჩევნებში ალტერნატიული კანდიდატები ვერაფერს მოახერხებენ. ეს ჩვენი ფეხბურთისთვის სახიფათო იქნება, პირადად ჩემთვის კი - პრინციპულად მიუღებელი. წინა ხელისუფლებას სწორედ ამიტომ ვაკრიტიკებდით და იმავე საქციელს სხვასაც არ მოვუწონებ.

- საარჩევნო სისტემის გადახედვა როგორ წარმოგიდგენიათ?
- კანდიდატებს მოვუწოდებ, გააქტიურდნენ, აღმასკომის წევრებს კი ვურჩევ, ყრილობის სუბიექტების რაოდენობა გაზარდონ, რათა დემოკრატიული ატმოსფერო გარანტირებული იყოს.

- სუბიექტების რაოდენობა ვის ხარჯზე უნდა გაიზარდოს?
- პირველი და რეგიონული ლიგების გუნდებისა და საფეხბურთო სკოლების ხარჯზე. ფიფაში ხმის უფლება ყველა წევრ ქვეყანას აქვს. ანუ ეს ჩვენს ვარიანტში ნიშნავს, რომ დელეგატი ფედერაციის ყველა სუბიექტმა უნდა გაგზავნოს. რაც მთავარია, ეს შეამცირებს დელეგატების მოსყიდვისა და ფეხბურთის კლანური მართვის შანსს. არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება ჩვენი ფეხბურთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

- თემურ ქეცბაიას გადადგომის შემდეგ ახალ მწვრთნელად ვის ისურვებდით?
- აუცილებლად ქართველს, რომელმაც თავი ასაკობრივ ნაკრებებში ან გუნდში გამოიჩინა. მომეწონა ცხადაძის სიტყვები, რომ დროებით გუნდში უხელფასოდ იმუშავებს. ასეთი გულანთებული ხალხი გვჭირდება. უცხოელი აქ მხოლოდ ფულის საშოვნელად ჩამოვა. ახალმა მწვრთნელმა კი მომავალზე ორიენტირებული გუნდი უნდა ჩამოაყალიბოს.

მაგრამ ამ პროცესში ძალიან არ მომწონს სფფ-ის ინიციატივა, რომ ახალ მწვრთნელს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

- რატომ?
- ეს არასწორად და სახიფათოდ მიმაჩნია. სფფ-ში ახალი პრეზიდენტი რომ მივიდეს, რომელსაც ახლანდელისგან განსხვავებული სტრატეგია და ხედვა ექნება, არჩევანში რატომ უნდა შეიზღუდოს? ეს მისთვის ხელის შეშლა იქნება. ამიტომ კონტრაქტი ციკლის ბოლომდე გააფორმონ.

ეს ამბავი ფედერაციის მიერ გუნდების დასახმარებლად აღებული სესხის ამბავს მაგონებს. ესეც მომავალი ფედერაციის ხარჯზე ხდება, რომელსაც პრობლემები ისედაც მრავლად დახვდება და ახლა კიდევ უმატებენ ამ სესხითა და მწვრთნელით. ეს ფაქტებიც ადასტურებს, რომ სფფ-ის დღევანდელი თავკაცები ქეცბაიასთან ერთად უნდა წასულიყვნენ.

სიჭინავამ იხუმრა, გერმანიასთან რიკოშეტის იმედად ვართო. როდემდე უნდა ვისმენდეთ ასეთ აბსურდულ განცხადებებს, თუნდაც ეს ხუმრობით იყოს ნათქვამი?! მაგრამ ეს კიდევ არაფერია. დღეს არავინ იცის, რა თანხები ერიცხება ფედერაციას და რაში ხარჯავს მას.

- ფედერაცია ხომ აქვეყნებს ამ ხარჯებს?
- აბა, მოინდომეთ და თუ ჩაგახედებენ? გამჭვირვალობა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ და სხვა სახის ტენდერებსაც აკლია. კარგია სტადიონებისა და მოედნების მშენებლობა, მაგრამ ციფრებს რატომ არ აქვეყნებენ? იქნებ რა ფასადაც აშენებენ, არც გვიღირს? ხომ ნათელია, რომ ჩვენმა ფეხბურთმა ხალხის, სახელმწიფოსა და ბიზნესის ნდობა აბსოლუტურად დაკარგა?

დიდი დარტყმა იყო ფეხბურთელებისა და მსაჯების დაკავებები. თუ სფფ-სადმი ნდობა არ აღდგება, ხოლო მისი საქმიანობა გამჭვირვალე არ გახდება, ფეხბურთში ფულს არც ბიზნესი დააბანდებს, არც სახელმწიფო და ხალხიც არ შემოტრიალდება მისკენ.

რაც მთავარია, ასე წარმოუდგენელი იქნება საფეხბურთო სისტემის, სახელმწიფოსა და ბიზნესის გაერთიანება და ნამდვილი პროფესიული ფეხბურთის საფუძვლების ჩაყრა. ჩვენ კი ეფექტური და კონკურენტუნარიანი სისტემა გვჭირდება, რომელიც მაღალი დონის გუნდების, მოთამაშეებისა და მწვრთნელების და, ზოგადად, საფეხბურთო ინდუსტრიის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ეს მხოლოდ სფფ-ის, სახელმწიფოს, ფიფა-უეფასა და ბიზნესის თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

- ფეხბურთის განვითარებისთვის ჯერ რეალურად სახელმწიფოც არაფერს აკეთებს და ჯოხს მხოლოდ ფედერაციაზე ნუ გადავტეხთ...
- ახლა სახელმწიფოს ფეხბურთის დახმარებისა და განვითარების უპრეცედენტო სურვილი გააჩნია, მაგრამ ნიადაგი თუ არ გასუფთავდება და ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ისევ მანიპულაციებით მოვა, ფედერაცია ვერც ხალხის ნდობას დაიბრუნებს და ვერც - ბიზნესის, სახელისუფლებო პროგრამის განხორციელება კი შეუძლებელი გახდება.

ქეცბაიას წასვლის შემდეგ სფფ-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თქვა - ყველა შეცდომას თავისი ფასი აქვსო. მაგრამ ქეცბაიას წარუმატებლობაშიც პასუხისმგებელი, უპირველესად, ფედერაციაა, რადგან ქეცბაიამ შესაძლებლობები პირველივე ციკლის ბოლოს ამოწურა. მაგრამ პრინციპულობა და გონიერება არ ეყოთ, ახალი კონტრაქტი რომ არ გაეფორმებინათ.

მათივე დანიშნული ქეცბაია ამბობს, ქართული ფეხბურთი მოკვდაო. კი მაგრამ, ვისაც ხელში ჩააკვდა ქართული ფეხბურთი, პასუხისმგებელი არ არის?! ან რაში გამოიხატება სფფ-ის თავკაცების პასუხისმგებლობა? ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მაგრამ ქართული ფეხბურთის სიკვდილს ფასი არ აქვს? ამიტომაც მიმაჩნია, რომ ქეცბაიაზე ხელის შეხოცვა ხალხის მოტყუებაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინც არველაძის სასტავს ხმას მისცემს, იმათი გვარები უნდა გამოქვეყნდეს, რათა ქართველმა გულშემატკივარმა საკადრისი მიუზღას.
გიგი
29 ნოემბერი 2014 11:37
0
vetanxmebi kacis ,magram kvelac rom gaertiendes to delegatebs ... vinc arveladzes miscems xmas axlave kiseri unda moegrixot ,to sachiro gaxda pirdapiri mnishvnelobit.
Kaxa
29 ნოემბერი 2014 02:13
0
კარგია რომ ასეთი ხალხი ნელ-ნელა ჩნდებიან.დათო,მაგარი ფეხბურთელი იყო და სწორადაც აზროვნებს.პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე,ლევან სალუქვაძე,დავიტ უგრელიძე,ასეთი ხალხი უნდა გაერთიანდეთ ქართული ფეხბურთის გადასარჩენაად.
კაცი
28 ნოემბერი 2014 16:26
0
გაიხარეთ ბატონო დავით, თქვენნაირი ხალხი ჭირდება ქართულ ფეხბურთს
Sandro
28 ნოემბერი 2014 15:03
0
ნაკრების მცვრტნელის მოძებნა ხომ არ დაგავიცკდატ.ცინ გერმანიასტან რტული ტამაში მოგველის.
kako
28 ნოემბერი 2014 14:45
0
Muqtaxora federatsiis chinovnikebo ra namusit unda gaagrdzelot mushaoba nutu shublis dzargvi gaqvt gatskvetili, qetsbaias rom axotsavt xelebs, mandamaints grelandia Unda dagetset tavshi gaetriet qartuli fegburtidan, daubrunet fexburti xalxs. Tsadit saxlshi.
Gala
28 ნოემბერი 2014 14:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული