საქართველოს სუპერთასის მატჩი 11 დეკემბერს, "დინამო არენაზე" გაიმართება. ერთმანეთს ჩემპიონი თბილისის "დინამო" და თასის გათამაშების ფინალისტი საჩხერის "ჩიხურა" შეხვდებიან. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ სუპერთასის მოქმედი მფლობელი "ჩიხურაა", რომელმაც ჯილდო სწორედ თბილისის "დინამოს" დამარცხებით ირგუნა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"