წლის დასაწყისში ჯანო ანანიძის ფასი 3 მილიონს უტოლდებოდა, მაგრამ "როსტოვში" წარმატებით დასრულებული სეზონის, თასის მოპოვებისა და მოსკოვის "სპარტაკში" დაბრუნების შემდეგ მისი მაჩვენებელი 4 მილიონამდე გაიზარდა.
ეს კარგია და გვახარებს, მაგრამ უფრო მეტად ის გვესიამოვნება, ჯანო თავის შესაძლებლობებს საქართველოს ნაკრებშიც თუ გამოავლენს და გულშემატკივრის იმედებს გაამართლებს.
ბელგიაში წასვლის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილის ფასმაც საგრძნობლად მოიმატა - წლის დასაწყისში, მაშინ ჯერ
დიდი ხანია, "მილიონერთა კლუბში" შევიდნენ "ვიტესის" ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი და "რუბინში" მოთამაშე მცველი საბა კვირკველია.
სამწუხაროდ, "ვიტესის" მეორე ქართველის, გურამ კაშიას შეფასება 4 მილიონიდან 3 მილიონამდე შემცირდა. სტაბილურად ამდენადვე ფასობს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც.
მახაჭყალის "ანჟის" ფეხბურთელის, გია გრიგალავას ფასმა 2-იდან 1,8 მილიონამდე იკლო.
"მილიონერთა კლუბი" დატოვეს გიორგი ჭანტურიამ და გიორგი მერებაშვილმა. რუმინულ "კლუჟს" გამომშვიდობებული ჭანტურია 900 ათას ევროდ ფასობს, თბილისის "დინამოდან" ბერძნულ ოფი-ში გადასული მერებაშვილი კი - 800 000-ად.
საუკეთესოების სია ასე გამოიყურება:
ფეხბურთელი ფასი (მლნ. ევრო)
1. ჯანო ანანიძე 4, 00 მლნ
2. ჯაბა კანკავა 3, 00
2. გურამ კაშია 3, 00
3. თორნიკე ოქრიაშვილი 2, 00
4. გია გრიგალავა 1,80
5. გიორგი ლორია 1, 00
5. საბა კვირკველია 1, 00
5. ალექსანდრე კობახიძე 1, 00
5. ვალერი ყაზაიშვილი 1, 00
6. გიორგი ჭანტურია 0.90
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მარტო დინამოზე რომ ფიქრობთ იმიტომაა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად... მარტო ერთი გუნდის გაძლიერება არაფერს მოგვიტანს...