ჩისკო: თუ "დინამოს" გამოვადგები, სიამოვნებით ვითანამშრომლებ

AutoSharing Option
ნებისმიერი ფეხბურთელი ინატრებდა კარიერის ისეთ დასასრულს, როგორიც გუშინ, საქართველოს სუპერთასზე, კარიერის ბოლო შეხვედრაში ჩისკომ საკუთარ თავს მოუწყო. გამარჯვების გოლის შემდეგ ესპანელმა ცრემლები ვერ შეიკავა. ალალი იყო ის აპლოდისმენტებიც, რაც მცირერიცხოვანმა პუბლიკამ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერს უძღვნა.

- კარიერის ასე ლამაზად დასრულებას ნებისმიერი ფეხბურთელი ინატრებდა...
- დიდი მადლობა! რა თქმა უნდა, სწორედ ასეთი დასასრული იყო ჩემი ოცნება. ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისიც, რომ სუპერთასი
არ დავანებეთ გუნდს, რომელმაც შარშან დაგვამარცხა.

- ემოციებიც ვერ დამალეთ...
- საერთოდ, ემოციური და ლამაზი დღე იყო... ლაპარაკი ახლაც მიჭირს. საუკეთესო გრძნობაა, როცა ბოლო მატჩის ბოლო წუთზე გამარჯვების გოლს გაიტან და შენიანებს გაახარებ.

ბევრი ტიტული მომიპოვებია. საწყენად ნუ მიიღებთ, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონობა, უეფას თასი და სუპერთასი უფრო პრესტიჟულია. თუმცა დღევანდელმა გოლმა და ტიტულმა განსაკუთრებული სიხარული მომგვარა.

მეორე მხრივ, ეს სევდიანი დღეც იყო. ამ მატჩის და "დინამოში" გატარებული წლების დავიწყება შეუძლებელია.

- შესაძლოა, რომ "დინამოსთან" უკვე სხვა რანგში ითანამშრომლოთ?
- ჯერ ესპანეთში დავბრუნდები და თუ მერე "დინამოს" რაიმეში გამოვადგები, სიამოვნებით ვითანამშრომლებ.

ტყუილი არ მჩვევია - საქართველოში დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი და ამას არასოდეს დავივიწყებ. მადლობა თითოეულ თქვენგანს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩისკო უფრო ქართულად და ღირსეულად მოღვაწეობდა ვიდრე,მეტი წილი დინამოდან გაყრილი ხალხი. სხვათა შორის სწორად გაყრილები. 25 000 რომ გაქვს ხელფასი რა დროს კინოში გადაღებაა
gela
09:19 13-12-2014
0
პიროვნულათაც მაგარი ადამიანი ჩანს, გირსეულათ წავიდა. არასდროს დაუზოგია თავი
nodarichi123
01:14 13-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული