დუშან უჰრინი-უმცროსმა შესაძლოა მინსკის "დინამო" გაწვრთნას

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩეხმა სპეციალისტმა დუშან უჰრინი-უმცროსმა, შესაძლოა, მინსკის "დინამო" გაწვრთნას.

შეგახსენებთ, რომ უჰრინმა 2012/13 წლების სეზონში თბილისის "დინამოსთან" ერთად ჩემპიონობა და ქვეყნის თასი მოიგო.

ჩეხი სპეციალისტი საქართველოდან სამშობლოში დაბრუნდა, სადაც პლზენის "ვიქტორიას" ჩაუდგა სათავეში. მასთან ერთად უჰრინი 2013 წელს ჩეხეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ქვეყნის თასის გათამაშების ფინალში გავიდა. თუმცა, 2014 წლის ზაფხულში ევროპის ლიგაზე წარუმატებელი თამაშის გამო კლუბმა მისი გაშვება გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული