აპოელ-ზე მკითხველის ყურადღება შემთხვევით როდი გავამახვილეთ. ცნობილია, რომ კვიპროსის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას ხილვა სურდა, თუმცა საქართველოს ნაკრების ექსთავკაცმა შეთავაზებისგან თავი შორს დაიჭირა.
ჩვენი ინფორმაციით, ქეცბაიას მაინცდამაინც დიდი სურვილი არ აქვს, ზაფხულამდე რომელიმე გუნდი ჩაიბაროს. მას ადამიანურად შეგვიძლია გავუგოთ - საქართველოს ნაკრებში მუშაობამ, ბოლო დროის წარუმატებლობებმა და ქართულ ფეხბურთში არსებულმა ემოციურმა ფონმა მას
ნიუკასლმა გარდი აირჩია?!
...ოღონდ არსებობს გამონაკლისიც, თუ ლაპარაკია დიდ გამოწვევაზე - 46 წლის ქეცბაია დაუყოვნებლივ დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმეს, თუ მას "ნიუკასლის" მწვრთნელობას შესთავაზებენ. ცხადია, ეს ნებისმიერ ქართველს გაახარებს, მათ შორის, ჩვენც, საქართველოს ნაკრებში მისი მუშაობისას ბოლო პერიოდში მუდმივი კრიტიკა რომ გვიწევდა, თუმცა... ისე ჩანს, რომ ეს დანიშვნა აღარ განხორციელდება.პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ნიუკასლს" ფრანგი სპეციალისტი რემი გარდი ჩაიბარებს. გარდმა უკვე განაცხადა თანხმობა, ჩაიბაროს არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი "ჯორდები" და ახლა კლუბის ხელმძღვანელობისგან კონტრაქტის პირობების გაცნობას ელის.
48 წლის გარდი საზოგადოებამ მწვრთნელის რანგში ფრანგულ "ლიონში" მუშაობისას გაიცნო. ცნობილია, რომ "ნიუკასლის" შეფს, მაიკ ეშლის, განსაკუთრებით უყვარს ფრანგული ბაზარი და გუნდისთვის ფეხბურთელებს, ძირითადად, ამ ქვეყანაში ყიდულობს ხოლმე.
გარდის შესაძლო დანიშვნა კლუბში ეშლის მიერ "ფრანგული კურსის" გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ.
ქეცბაიას ცვლილებათა სიო
ამასობაში, "ნიუკასლის" შესახებ სტატია გამოაქვეყნა Independet.ie-მ. მასში "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელობის სხვა კანდიდატებთან ერთად, თემურ ქეცბაიას თაობაზეც არის საუბარი."რა თქმა უნდა, ორ კანდიდატს, ტიმ შერვუდსა და თემურ ქეცბაიას, შეუძლიათ ახალი სიო და იმედი მოიტანონ გუნდში", - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც "ნიუკასლის" შესაძლო დამრიგებელთა თაობაზე წერია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"