შეხვედრას თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფიაც ესწრებოდა.
თამაში ჩეხური გუნდის უპირატესობით წარიმართა. 30-ე წუთზე ანგარიში შალამ გახსნა. დინამოელებმა გათანაბრება მეორე ტაიმის დასაწყისში, გუნდის ესპანელი ახალწვეულის, მანუელის (49) გოლით შეძლეს.
ჩეხები ანგარიშში წინ მალევე გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კრეიცი ახლო მანძილიდან ძლიერად ურტყამდა, გოლში "წვლილი" დინამოელთა მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკასაც მიუძღვის.
74-ე წუთზე სლოვაკი მეკარე უკვე დოკალის მიერ შესრულებულ საჯარიმოს ვერ
თბილისის "დინამომ" მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, გველესიანი (ტაბატაძე 77), თოთაძე, ჯიღაური (კიტეიშვილი 70), პარუნაშვილი, ბუკორაცი (ჯანელიძე 46), ლობჟანიძე (გუგა 83), ჭანტურიშვილი, მანუელი (მიქელთაძე 77).
შეგახსენებთ, რომ "დინამომ" თურქულ შეკრებაზე წინა მატჩი პოლტავის "ვორსკლასთან" დათმო (0:1), მანამდე კი გრაცის "შტურმთან" ფრეს (1:1) დასჯერდა.