ბათუმის სტადიონი ესპანური პროექტით აშენდება [PHOTO]

AutoSharing Option
სამ წელიწადში ბათუმს ახალი სტადიონი ექნება. 22-წევრიანმა სპეციალურმა კომისიამ საბოლოო არჩევანი ესპანურ პროექტზე შეაჩერა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამარჯვებულად ესპანური კომპანია IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT-ი დაასახელა.
იხილეთ ღონისძების ფოტოები
Sportall.Ge

პროექტის ღირებულება 579 000 ლარია. გამარჯვებული პროექტის მიხედვით, დაახლოებით 9 ჰექტარი მიწის ათვისება მოხდება. სტადიონის ფართობი მოიცავს 39 000 კვ.მეტრს, საცალფეხო გზას დაეთმობა 42 100 კვ.მეტრი, ხოლო ფრენბურთის პავილიონს - 3 600 კვ. მეტრი.

პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება ფრენბურთის მოედანი, სპორტული ტერიტორია, სარეკრეაციო ზონა, რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და
საინფორმაციო პუნქტები; ასევე, გამოყოფილი იქნება VIP და მედიის სამუშაო ადგილები, სპეციალური ტერიტორია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის.

სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება და სპორტული ღონისძიებების გარდა, შესაძლებელი იქნება კონცერტებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა.

სტადიონის დიზაინში ტალღოვანი ზოლები, დაკლაკნილი ხვეულებით მდინარე ჭოროხის შესართავსა და შავი ზღვის ტალღებს ასახავს. სტადიონი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშების ფერებშია. იგი უეფასა და ფიფას სტანდარტებს უპასუხებს.

სტადიონი, მძლეოსნობაში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობით, IAAF-ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სტადიონის ავტოსადგომი 2000 მანქანას დაიტევს. ფეხბურთის სტადიონზე შეჯიბრებები არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ მძლეოსნობასა და ფრენბურთშიც ჩატარდება.

კონკურსში სულ 11 კომპანია მონაწილეობდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ბათუმის სტადიონის 11 საკონკურსო პროექტი
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
ყველაზე მეტად ესპანური მომწონდა,მაგრამ ავღნიშნავნი რომ შიგნით ხედს ვერ ვხედავ.ვნახე და აღარ მომწონს!ძალიან შორსაა ტრიბუნები საფეხბურთო გაზონიდან!!!ძალიან ცუდი ხედვა იქნება ფეხბურთის და პრაქტიკულად არცერთი ადგილი არ ვარგა ფეხბურთის ქომაგისთვის,ხოლო პირველი რიგებში ბილეთის მფლობელი ფეხბურთს ფაქტიურად დაესწრება(განსაკუთრებით კარებებს უკან ტრიბუნაზე მჯდომი!ახლო კარებთან მანძილი 70 მეტრამდე იქნება,მეორე კარებამდე -200 მეტრამდე!)...ამ პროექტს ჯობდა თბილქალაქპროექტის და ადს-ის.მათ პროექტებში როგორც ჩანდა კარს უკან ქვედა რიგები არ არსებობდა(როგორც დინამოზე).....
-რა უბედურებაა სკამებზე დროშის გამოსახვა?ჯვრებზე დაჯდომა მიღებულია?ან ეს სიჭრელე რა უბედურებაა?!ვინ შემოიღო?ერთ ფერებში არ ჯობია?ნახეთ ევროპის სტადიონები!აბსოლიტურად ლურჯია სტემფორდ -ბრიჯი,დრაგაუ(პორტოს),ევერტონის,სანტიაგო ბერნაბეუც ლურჯია(თუმცა რეალის ფორმა თეტრია!)....აბსოლიტურად წითელია ემირეიტსი,უემბლი,ენფილდი...
-ძველ ქართულ არქიტექტურაში(ეკლესია-მონასტრების) უცხოელები აღნიშნავდნენ ასკეტურობის(!) და სინატიფის შერწყმას,სწორ ხაზებს...წაიკითხეთ ბრადტის,,პუტეშესტვენნიკ პო გრუზიი,,...დინამოზეც ლურჯთან ერთად თეთრ სკამებსაც(30%-ს) უმატებენ...სტემფორდ-ბრიჯზე და დრაგაუზე იარუსთა ბორდიურებიც კი ლურჯია !ერთ ფერში!უზბეკურ-სპარსულ-აზიური სიჭრელე ჯობია???
zaza
11:40 18-03-2015
0
საერთოდ სარბენი ბილიკებით სტადიონები ევასებოდათ იმპერიული-ფეოდალური აზროვნების დიქტატორებს-სტალინს,ჰიტლერს(ბერლინის),მუსოლინის(რომის)....აღლუმებისთვის!პიარისთვის!
feodali
11:39 18-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული