ამჯერად კი მართლაც აღსანიშნავი ამბავი მოხდა: თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი "თურქიშ ჰოლიდეი 2015", რომელშიც 1999, 2001, 2003 და 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
ტურნირზე საქართველო 9 გუნდით იყო წარმოდგენილი. 1999 წელს დაბადებულებში "ავაზამ" გაიმარჯვა. ლაშა გაფრინდაშვილის გაწვრთნილებმა
2003 წელს დაბადებულთა ფინალში კი მამუკა ჩუბინიძის "ავაზა" რომის "ლაციოს" მომავალს დაუპირისპირდა. ეს მატჩიც დაძაბული გამოდგა. თამაშს 1500-მდე გულშემატკივარი ესწრებოდა.
ყველასთვის მოულოდნელად, ქართველმა ბავშვებმა იტალიელ თანატოლებს 1:0 სძლიეს და მთავარ პრიზს დაეუფლნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
(ჩვენ "ავაზამ" მოვიგეთ თურქეთის საერთაშორისო ტურნირი და ამით ვთქვით რომ საქართველოს შეუძლია ფეხბურთის თამაში).