11:20 02-04-2015
ხელი ხელს, სტადიონი ბათუმს - პროექტი ოფიციალურად გაფორმდა [VIDEO]
AutoSharing Option
1-ელ აპრილს გამარჯვებულს კონტრაქტი ოფიციალურად გაუფორმეს. დოკუმენტს ხელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნოე წითელაძემ და საქართველოში კომპანია "იბერპროქსის" წარმომადგენელმა მამუკა ლობჟანიძემ მოაწერეს.
კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, "იბერპროქსს" დიდი გამოცდილება აქვს, ბრაზილიასა და ესპანეთში რამდენიმე მაღალი სტანდარტის პროექტი განახორციელა და საქართველოშიც იმავეს აპირებს.
პროექტის მიხედვით, ბათუმის მრავალფუნქციური სტადიონი უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. დაიგება სარბენი ბილიკებიც, რადგან ეს ოლიმპიურ არენადაა ჩაფიქრებული და არა - წმინდა საფეხბურთოდ. ტრიბუნები 20 ათას ადამიანზე უნდა იყოს გათვლილი, ოღონდ შემდგომში მომატების პერსპექტივით, მშენებლობა კი 2017 წელს უნდა დასრულდეს.
თავდაპირველად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის ახალი არენის ასაშენებლად 36 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავდა, თუმცა ლარის კურსის ცვლილების გამო, შესაძლოა, 4-5 მილიონი კიდევ დაამატონ. პროექტის მოსამზადებლად კი 650 ათასი ლარი დაიხარჯება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ყველაზე დაბალი დონის პროგრამით შექმნილი ანიმაცია, წარმომიდგენია შესრულება როგორი იქნება :)
0
0
მდააა.... ოლიმპიური რად უნდოდათ? ქართული "თარგმანი" უბადლოა! :D
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული