დღეს ლოკომოტივზე ფედერაციის ყრილობაა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურმა გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილი გახდა, რომ დღეს, 15 ივლისს ფედერაციის XVIII ყრილობა ყრილობა გაიმართება.

დღის წესრიგში 11 საკითხია. ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი 2010 წლის განვლილი პერიოდის 6 თვის ანგარიშია, რომელსაც სფფ–ს პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა წარადგენს.

ზვიად სიჭინავამ ერთი კვირის წინ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევიდან ექვს თვეში განხორციელებული პროექტებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ, საფეხბურთო საზოგადოებას ანგარიშს ჩააბარებდა.

ასე რომ, წინასწარი ინფორმაციით, ყრილობა სამუშაო და საანგარიშო ხასიათისაა. თუმცა, პატარ-პატარა სიახლეები მაინც გველის...
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე ისაა, რომ მაყურებელი ფედერაციის ყრილობის ნაწილს
ტელეკომპანია "მზის" პირდაპირ ეთერში იხილავს - ეს ფედერაციის პრეს-სამსახურის ახალი ხელმძღვანელის, ლაშა დვალიშვილის ინიციატივა გახლავთ.

"ყრილობის დაწყებამდე ნახევარი სათით ადრე, "ლოკომოტივზე" საგანგებოდ დამონტაჟებული მინი-სტუდიიდან პირდაპირი ჩართვას ვგეგმავთ. დელეგატები და ფედერაციის წარმოამდგენლები გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებენ. 11 საათზე კი ყრილობიდან ჩავერთვებით, დღის წესრიგს გამოაცხადების მერე ეთერში 51-წუთიან ფილმს გავუშვებთ, სადაც დეტალურად იქნება ასახული, თუ რა გააკეთა ზვიად სიჭინავამ ფედერაციაში მოსვლის შემდეგ. ამის მერე სტუდიიდან ბოლო 15-წუთიანი ჩართვა გვექნება", - გვითხრა დვალიშვილმა.
როგორც ცნობილია, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ უკმაყოფილება გამოხატა, ნაკრების ბაზაზე (ტექნიკურ ცენტრ "ბასაში") დღემდე მოედნის საფარის მოწესრიგებლობასთან დაკავშირებით.

დვალიშვილის თქმით, ბაზაზე სამუშაოები მიმდინარეობს, მოედანი კეთდება და ნაკრებს მალე მოემსახურება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული