ბინძური ქართული ფეხბურთი - გამოცხადებული სირცხვილის ქრონიკა გრძელდება

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში ახალი სკანდალი გასკდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისსა და ქუთაისში ქართულ საკლუბო ფეხბურთში მოტრიალე რამდენიმე პიროვნება დააკავეს.


...ამ, მეტი რომ არ ვთქვათ, შემზარავი ვიდეოს ხილვის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, სირცხვილის გრძნობა გიჩნდება კაცს. ის, რაც მოხდა, მხოლოდ დამნაშავეთა პრობლემა არ არის. ეს საერთო პრობლემაა, ქართული ფეხბურთის დიდი ზადია.

მხოლოდ ის შეგვიძლია ვისურვოთ, რომ
ჩვენი ფეხბურთი ერთხელ და სამუდამოდ გაიწმინდოს ათასი ჯურის ნაძირლისგან. ამ პრობლემას არაერთხელ შევხებივართ და იმ საეჭვოზე საეჭვო ანგარიშებზეც გვითქვამს, განსაკუთრებით, პირველ ლიგაში რომ ფიქსირდება ხოლმე. ჩვენი წერა საკმარისი არ არის - საჭიროა მტკიცე ნება.

ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხისმგებლობას ვერავინ ასცდება, განსაკუთრებით კი - ფეხბურთის ფედერაცია. მართალია, ეს ორგანო თანამშრომლობს გამოძიებასთან, მაგრამ საქმეს ეს როდი შველის. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, მისი ყველა ლიგა, ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება და ასეთი ფაქტები მის იმიჯს განსაკუთრებით ურტყამს.

სამწუხაროა, მაგრამ არ შეგვიძლია, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ კომენტარს არ დავეთანხმოთ: "ბინძური ქართული ფეხბურთი" - წერს მომხმარებელი და ვაგლახ, რომ მართალია.

საინტერესოა, ლიფსიტების ნაცვლად როდის აგებენ პასუხს "ღლავები". "მსაჯთა საქმე" ისე ჩაიფარცხა, ეს არ მომხდარა. რა იქნება ამჯერად?

ფაქტი ერთია - ქართულ ფეხბურთში გრძელდება გამოცხადებული სირცხვილის ქრონიკა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგეთი რაღაცეები მარტო აქ არ ხდება ყველგან ,,შავი ჭირია" ისეთ ქვეყნებშიც კი ჩვენ რო საფეხბურთო ეტალონებად მიგვაჩნია... არ მინდა ამით ამათი დანაშაული შევამსუბუქო, მარა უფრო მეტად უნდა მოეკითხოს იმ ხალხს ვინც ამათ ამისკენ უბიძგათ... ზესტაფონის რომელიმე ფეხბურთელს რო ანალოგიურ გარიგებაში მონაწილეობა მიეღო ბოდიში მაგრამ სიტყვაც არ მომიბრუნდებოდა გასალანძღად, ბიჭი რო რიკოთზე საჭმელს ნისიად შეჭამს და მრავალი თვის განმავლობაში სახლში ფულს ვერ შეიტანს იმას ნამდვილად ვერ დავაბრალებ ქართული ფეხბურთის გაჭუჭყიანებას
irakli apkhaidze
06 მაისი 2015 15:00
0
თურმე მართალი ყოფილა კოკაია
bagrat margveli
06 მაისი 2015 14:47
0
მართლაც სირცხვილი არის მაგრამ სისტემა არის მოშლილი. არ ვამართლებ მაგრამ ფეხბურთელის გადმოსახედიდან შეხედეთ. მაქსიმუმ 35 წლამდე არის ფეხბურთელის კარიერა. საქართველოს ჩემპიონატის მიზერული ხელფასებით როგორ უნდა დააგროვოს ფეხბურთელმა იმდენი რომ ფეხბურთის თამაშისთვის თავის დანებების შემდეგ თავი და ოჯახი არჩინოს ან ბიზნესი წამოიწყოს? აღარაფერს ვამბობ ტრავმას თუ მიიღებს და თავის დანებება მოუწევს? ფეხბურთელს პენსია არ აქვს და საპენსიო ასაკიც არ არის 35 წელი. ან ფეხბურთელს რა ხელშეწყობა აქვს რომ განათლება მიიღოს და ალტერნატიული პროფესია ქონდეს? არსებული გასამრჯელოებით როგორ უნდა დააინტერესო და მოიზიდო ახალი თაობა ქართულ ფეხბურთში? ფეხბურთელის პროფესიული კარიერა მოხალისეობის და სამოყვარულო დონეზეა საქართველოში.
ლუკა
06 მაისი 2015 14:09
0
ფუუუუუუუუუუუ გული მრევა უკვეეეე, ეს არაადამიანები, მერე ჩვენ გვსაყვედურობენ თამაშებზე რატო არ დადიზართო.......ნეტა ეს გიგა ბ. ისევ ის გიგა ბეჭვაიაა ადრეც რო იყო დაკავებული ?
gaga
06 მაისი 2015 13:33
0
ამასწინედ ერტ ტამასჰზზე ვიყავი და მსაჯერს არაფერი არ გაუფუჯებიად არცერტ გუნდზე და კვალის დასაფარად ეტყობა წაგებას აბრალებდნენ......ყველას ტკივილია ეს ჩირქიანი ხალხიიი გამოფხიზლდიდდდდდდდდდ
baleshiki
06 მაისი 2015 12:41
0
და ეს არაკაცები მერე წესიერ მსაჯებს აბრალებენ წაგებებს......ნაზირალა ფეხბურტელებიტაა სავსე კლუბები..გამყიდველი,და არაკაცები
pipo
06 მაისი 2015 12:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული