მამუკა ჯუღელი: ამ კონტექსტში "დინამო" ნამდვილად არ მიგულისხმია

AutoSharing Option
"ლელოში" მამუკა ჯუღელის ინტერვიუს ათასგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ამის გამო ის დაგვიკავშირდა და განმარტების გაკეთება ითხოვა.

"გაუგებრობა გამოიწვია ჩემი ინტერვიუს იმ ფრაზამ, სადაც ზოგადად ვახსენე ის გუნდები, რომლებიც ნიჭიერ ფეხბურთელებზე თვალებს ხუჭავენ. ბევრმა ისე გაიგო, თითქოს თბილისის "დინამოსა" და მის სელექციას ვაკრიტიკებდი. არადა, ამ კონტექსტში "დინამო" ნამდვილად არ მიგულისხმია. ამ კლუბსა და მის პრეზიდენტ რომან ფიფიაზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის, მიშა ჯიშკარიანი კი ჩემი მეგობარია.

გულწრფელად ვამბობ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, წლეულს, ისეთი ნიჭიერი ბავშვები შეკრიბეს, ბევრ მათგანში დიდ პერსპექტივას ვხედავ.

დარწმუნებულიც ვარ, ისინი უახლოეს წლებში მაღალ დონეზე ითამაშებენ. ასე რომ, ჩემს ნათქვამთან "დინამოს" არავითარი კავშირი არ აქვს", - ამბობს ჯუღელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მამუკა ჯუღელი: თუ ცუდი ვარ, ილია კოკაია "ზესტაფონში" რატომ მიწვევდა?!

ასევე დაგაინტერესებთ