Il Mattino: ვითარება მკვეთრად შეიცვალა - დე ლაურენტისი სასწრაფოდ ცდილობს "კვარასთან" გაცილებით გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმებას

AutoSharing Option
Spazionapoli Il Mattino-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას ახლა თავად ცდილობს, თანაც სასწრაფოდ:

„კვარაცხელია სულ უფრო და უფრო ცენტრალური ფიგურა ხდება გუნდის დინამიკაში. მისი ხარისხი კარგად იციან და აბსოლუტურად უნდათ დააფასონ. Il Mattino-ს ცნობით, კლუბი სერიოზულადაა დაინტერესებული თანამშრომლობის გახანგრძლივებით და ზომებსაც იღებს. თუ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ „კვარას“ აგენტები დე ლაურენტისის კარზე აკაკუნებდნენ, ახლა პრეზიდენტი თვითონ ეძებს ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტაქტს. აურელიოს იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ხვიჩა „დაჯავშნოს“ და სამომავლოდ გუნდი მის ირგვლივ ააწყოს.

მხარეებს შორის დაახლოებით
აპრილამდე შეხვედრა დაინიშნება, სიტუაციას შეაფასებენ და ხელშეკრულების განახლებაზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, ქართველი „ნაპოლისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, ხოლო მისი სეზონური გასამრჯელო 1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტია. კლუბის შეთავაზება - კონტრაქტის ორი წლით გაგრძელება და ანაზღაურების მინიმუმ ოთხჯერ მომატება. „კვარა“ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და „ნაპოლის“ აქვს განზრახვა აღიაროს მისი ფასეულობა“.

ვითარებას Calciomercato განმარტავს: „იდეას სირთულეები საერთოდ არ ცვლის, რომელთა წინაშე ამ სეზონში „ნაპოლი“ აღმოჩნდა. ამან არავითარი გავლენა არ მოახდინა კვარაცხელიაზე, რომელიც საკუთარ მომავალს ცისფერ მაისურში ხედავს. აგენტმა მამუკა ჯუღელმა თავისი კლიენტისათვის განსაცვიფრებელი შეთავაზებები მიიღო, განსაკუთრებით არაბული კლუბებისგან, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ფეხბურთელის ნებაა“.

მკითხველის კომენტარები / 15 /
კონტრაქტის გახანგრძლივებას არაფრით არ უნდა დათანხმდეს, 2027 წელი არც ისე შორსაა და ნაპოლი მომავალი წლიდან უკვე დაიწყებს კვარას გაყიდვაზე ფიქრს, თუ კონტრაქტი 2029 წლამდე გაგრძელდება არარეალურად მაღალ გასაყიდ ფასს დაადებენ, მინიმუმ 2028 წლამდე არ გაუშვებენ და ამასობაში გავიდა კვარას საუკეთესო წლები საშუალო დონის ნაპოლიში. ამიტომ ჯობია დაბალ ხელფასზე კიდევ ერთო წელი მოითმინოს და გრანდში გადავიდეს ახლო მომავალში.
ნიკა
19:34 11-02-2024
0
რა ხდება აქ ? ნაც ვირთხები ჩემი სახელით რაღაცა დებილობებს წერენ და მერე იქვე პასუხებსაც აყოლებენ ? DD
zura222
19:15 11-02-2024
11

სიახლეები პოპულარული