"დინამოს" მეტოქე რუმინული "პეტროლული" უნდა ყოფილიყო, მაგრამ თამაში მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო არ შედგა. ძლიერ წვიმას "ზავრჩისთან" მატჩიც ვერ ასცდა.
როგორც "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი წერს, მთელი მატჩი ქართული გუნდის უპირატესობით წარიმართა, სლოვენიელები კი "დინამოს" კარს ერთადერთხელ დაემუქრნენ. ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა. ოთარ კიტეიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელმა აისხლიტა, ხოლო დამატებაზე გიორგი ქვილითაიამ შანსი ხელიდან არ
პირველ ტაიმში "დინამომ" კიდევ არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. ანგარიშის შეცვლა შეეძლოთ გიორგი პაპუნაშვილს, ზაზა ჭელიძეს, იმავე კიტეიშვილსა და ქვილითაიას, მაგრამ ბურთი ხან მეკარის ნადავლი ხდებოდა, ხან საქმეში ხარიხა ერეოდა...
მეორე ტაიმში გეგუჩაძემ არაერთი ცვლილება განახორციელა. კარგი საგოლე შანსები ჰქონდათ კიტეიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს - ორივე შემთხვევაში "ზავრჩი" მეკარემ იხსნა.
შეხვედრის ბოლო წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა პაპუნაშვილი, ვინც შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა - 2:0.
დინამო: ჰრდლიჩკა (46. ბეგაშვილი), კაკაბაძე (60. ტვილდიანი), ჭელიძე, გურული, თოთაძე (60. გველესიანი), ცინცაძე (46. ჭანტურიშვილი), პარუნაშვილი, ლობჟანიძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (60. ჯიღაური), ქვილითაია (46. ვოლკოვი/69. ჯაფიაშვილი).
"ზავრჩისთან" მატჩში მსუბუქი ტრავმა მიიღო დავით ვოლკოვმა, "დინამომ" კი სლოვენიური შეკრება დაასრულა და "გაბალასთან" მატჩისთვის მზადებას თბილისში გააგრძელებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"