სფფ-ის განმარტება სუპერთასის ბილეთების გადამყიდველებთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოში, ერთ-ერთ ონლაინ-მარკეტზე თბილისის სუპერთასის გასაყიდი ბილეთები გამოჩნდა.


ამ ფაქტთან დაკავშირებით Sportall.ge სფფ-ს დაუკავშირდა.

სფფ-ის მარკეტინგის  სამსახურის უფროსის, თათა ბურდულის განმარტებით, ონლაინ-მარკეტზე თბილისის სუპერთასის გასაყიდი ბილეთების გამოჩენის შესახებ ფედერაცია ინფორმირებულია და ამ ფაქტის შესახებ უკვე აცნობეს საქპატენტს, რომელიც უეფას საავტორო უფლებებს იცავს.

ბურდულის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბილეთის პატრონს არ სურს მატჩზე დასწრება, ბილეთის ჩაბარების ერთადერთი კანონიერი გზა მისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიტანაა, სადაც ბილეთის პატრონს გადახდილ თანხას დაუბრუნებენ.

აქვე გვინდა გავაფრთხილოთ
ქართველი გულშემატკივარი, რომელმაც იყიდა ბილეთი და რიგი მიზეზების გამო მატჩზე დასწრებას ვერ ახერხებს. ბილეთის გაყიდვით და მასზე ფასის მომატებით თქვენ პირდაპირ დაარღევთ უეფას წესებს, რადგან უეფას ღონისძიების ბილეთების კომერციული უფლება მხოლოდ უეფას აქვს და სხვას არავის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ნუ გაატ....ე უეფა რა!!!!
uuuuu
23:02 02-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული