"ცხინვალი" თბილისში "ბოტოშანისთან" დამარცხდა და ევროპალიგას დაემშვიდობა

AutoSharing Option
9 ივლისს, "ცხინვალმა" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში რუმინულ "ბოტოშანის" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა, რითაც ევროტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება რუმინეთში ფრედ, 1:1 დასრულდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში სტუმრებმა ანგარიში უკვე მე-6 წუთზე, დან რომანის გოლით  გახსნეს, 37-ეზე კი მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ - მატჩის არბიტრმა ნიკოლაი იორდანოვმა ნიკა კაჭარავას მეორე გაფრთხილების გამო მოედანი დაატოვებინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე გუნდებში ფეხბურთელთა რაოდენობა გათაბრდა - მსაჯმა 49-ე წუთზე უკვე ფლორინ პლამიდას დაატოვებინა მოედანი.

თუმცა, კახა
კაჭარავას
გუნდმა ამით ვერ ისარგებლა, 59-ე წუთზე კი რომანმა დუბლიც შეასრულა - 0:2.

ანგარიშში სხვაობის შემცირება ვარლამ კილასონიამ 65-ე წუთზე 11-მეტრიანით შეძლო და "ცხინვალს" მცირე იმედი მიეცა, თუმცა 68-ზე პაულ ბატინმა გიორგი ნადირაძის კარში გაიტანა და ყველა კითხვას პასუხი გასცა - 1:3 და ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინული გუნდი გავიდა.

"ცხინვალმა" შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, ცერცვაძე, კაკუბავა, კილასონია, გიგაური (63, შულაია), მახარობლიძე, ივანიშვილი, ცაცქრიაშვილი (78, ბურძენაძე), ქარდავა (71, ლობჟანიძე), კაჭარავა.