ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ ნიკა კაჭარავასა და კაილ ლაფერტის შემცვლელი შეიძინა - "ბოხუმის" 27 წლის უნგრელი ექსფორვარდი სომა ნოვეტნი.

კვიპროსული Philenews-ის თანახმად, ფამაგუსტელთა ახალწვეული დებიუტს მოუთმენლად ელის:

Sportall.Ge

"მსურდა, ისეთ გუნდში მეთამაშა, სადაც შეტევაში მთავარი ვარიანტი ვიქნებოდი. ბევრი მცდელობის მიუხედავად, "ბოხუმში" ამის შანსი არ მომეცა და რიგით მე-3 ფორვარდი ვიყავი."

უნგრელ ფეხბურთელს საკმაოდ კარგი ბიოგრაფია აქვს - სანამ 20 წლის გახდებოდა, "ნაპოლიმ" შეიძინა. ფორვარდი გატანის კარგი პროცენტით გამოირჩევა - 239 მატჩში 75 გოლი. სომამ უნგრული "უიპეშტის" რიგებში 17 გოლი გაიტანა, სამხრეთ კორეის "ბუსანში"
კი - 12.

ახალწვეულს დებიუტის შესაძლებლობა 16 იანვარს, "აელთან" საშინაო შეხვედრაში ექნება.

altკვიპროსელმა ჟურნალისტმა კაჭარავას ბოდიში მოუხადა - იმედია, 2022 წელი უფრო გონიერებსა და ადამიანურებს გაგვხდის

alt24sports: კაჭარავას პოლონურმა კლუბმა კარგი კონტრაქტი შესთავაზა

altქვილითაიას გოლის შემდეგ - კაჭარავას კლუბიდან გაშვებას ითხოვენ




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

სიახლეები პოპულარული