ნიკა კაჭარავა ტორპედოს ფეხბურთელია - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"29 წლის შემტევი, გუნდთან ერთად იმყოფება და აქტიურად განაგრძობს მოსამზადებელ პერიოდს.
კაჭარავას კარიერის მანძილზე რუსული კლუბების გარდა, ნათამაშები აქვს პოლონურ "ლეხსა" და "კორონაში", კვიპროსულ "ანორთოსისში" და ბერძნულ "ეთნიკოსში". იყო საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი. ეროვნულ ნაკრებში კი 24 მატჩი აქვს ჩატარებული. კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება კომპანია "ბენე სპორტის" უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა.
წარმატებებს ვუსურვებთ ნიკას "ტორპედოს" დიდ ოჯახში!"