11:39 11-07-2015
ვაკის პარკში სუპერთასის ბილეთებზე ცოცხალი რიგი ყოველ წუთს იზრდება [VIDEO]
AutoSharing Option
სპეციალურად შედგენილ სიაში უკვე 1500-ზე მეტი ფეხბურთის გულშემატკივარია ჩაწერილი. მათ იმედი აქვთ, რომ ამგვარად ისინი ხვალ, 12 ივლისს, ბილეთების შეძენას შეძლებენ. შექმნილია ჯგუფები და თითოეული ასეთი ჯგუფი 50 პირს აერთიანებს. ჯგუფებს ჰყავს თავიანთი ხელმძღვანელი.
უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება. ბილეთების ფასებია 18, 35 და 75 ლარი.
ცოცხალ რიგებში ჩაწერა ჯერ კიდევ 10 ივლისს საღამოს დაიწყო. როგორც ვაკის პარკში მყოფი პირები აცხადებენ, ბილეთების გაყიდვის დროს ჯგუფის ხელმძღვანელი გაუწევს კონტროლს, რომ ჯგუფის ყველა წევრმა შეძლოს ბილეთის ყიდვა და არ დაირღვეს რიგითობა.
შეკრებილები აცხადებენ, რომ ამ დონის მატჩს ქართველი გულშემატკივრები მოკლებული არიან და თამაშზე დასასწრებად ინტერესი ძალიან დიდია. ფეხბურთის გულშემატკივართა თქმით, უეფამ უპრეცედენტო შესაძლებლობა დაუშვა, როდესაც ბილეთების ინტერნეტით გაყიდვაზე უარი თქვა. ისინი აცხადებენ, რომ ბილეთების შეძენის სხვა ალტერნატივა მათ ვერ მოიფიქრეს.
ვაკის პარკში იმყოფებიან ბილეთების შესაძენად რაიონებიდან ჩამოსული ფეხბურთის გულშემატკივრებიც. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ცოცხალ რიგში ჩაწერის დროს კამათიც მოხდა. ახალმოსული ამტკიცებდა, რომ იგი დიდი ხანია უკვე იქ იმყოფება. მისი თქმით, იგი ამ სიის გარეშეც მოიპოვებს ბილეთს და შევა სტადიონზე, რამაც გარშემომყოფების უკმაყოფილება გამოიწვია.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
ინფორმაცია უეფას სუპერთასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული