გიორგი პაპუნაშვილით ბრემენის "ვერდერი" დაინტერესდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 19 წლის შემტევი გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის "ვერდერის" ინტერესის სფეროში მოექცა.

ეს ინფორმაცია ჩვენმა სანდო წყარომაც დაადასტურა და გვითხრა, რომ უახლოეს ორ დღეში ამ სავარაუდო ტრანსფერის თაობაზე კიდევ უფრო მეტი გვეცოდინება.

კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ პაპუნაშვილი კლუბთან მოსალაპარაკებლად გერმანიაში გაფრინდა, თუმცა ეს ცნობა ჩვენმა წყარომ ამ ეტაპზე არ დაადასტურა.

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ "ვერდერს" უკრაინელი ვიქტორ სკრიპნიკი წვრთნის. გასულ სეზონში გუნდი ბუნდესლიგაში მე-10 ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მამუკა რითი აპირებ გადახდას საინტერესოა
შაკო
14:46 25-07-2015
0
1 წლიანი იჯარით დარჩება როგორც ვიცი უკვე გადაწყვეტილია,მერე ალბათ კონტრაქტსაც მოაწერს.საქართველოს ჩემპიონატის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ეს ბიჭი და აუცილებლად უნდა წასულიყო,თორემ აქ ვეღარ განვითარდებოდა.დიდ წარმატებებს მიაღწევს დარწმუნებული ვარ და მთელი გულით ვუგულშემატკივრებ სადაც არ უნდა ითამაშოს.
Jaba
14:10 25-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული