23:40 11-08-2015
ლიონელ მესის დუბლი "დინამო არენაზე" - 4 გოლი პირველ ტაიმში [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ პირველი სამი გოლი შეხვედრის საწყის 16 წუთში გავიდა და სამივე საჯარიმო დარტყმით.
"დინამო არენაზე" ანგარიში ევერ ბანეგამ მე-3 წუთზე გახსნა, თუმცა სევილიელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა - ლიონელ მესიმ ჯერ მე-7, შემდეგ კი მე-16 წუთზე ორიდან ორივე საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა.
ტაიმის მიწურულს სევილიელთა მეკარე ბეტოსთან პირისპირ ლუის სუარესი აღმოჩნდა. ურუგვაელმა თავად ვერ გაიტანა, მაგრამ შეტევა გააგრძელა და ბრწყინვალე პასით რაფინიას გაატანინა - 3:1.
"ბარსელონა": ტერ შტეგენი, პიკე, დანი ალვეში, მასკერანო, მატიე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, რაფინია, სუარესი, მესი.
"სევილია": ბეტო, ტრემულინასი, რამი, კოკე, კრიხოვიაკი, კრონ-დელი, იბორა, რეიესი, ბანეგა, ვიტოლო, გამეირო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული
