ვლადიმერ გუცაევი: ...აი, ამიტომ არ ვმონაწილეობ არჩევნებში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები - ძირითადად, ამ თემებზე ვესაუბრეთ ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ვლადიმერ გუცაევს.

საქმეს ისეთი პირი უჩანდა, გუცაევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მან კანდიდატურა არ წამოაყენა.

მოკლედ, მივყვეთ ინტერვიუს. დავიწყეთ საქართველოს ნაკრებით...

- შოტლანდიისა და ირლანდიის ეროვნულ გუნდებთან გამართულ ორ შეხვედრას როგორ შეაფასებდით?
- შედარებით პროგრესი გვაქვს, ეს აშკარაა. თუნდაც, შოტლანდიასთან მატჩი ავიღოთ - საქართველოს ნაკრები უკეთესი იყო, ვიდრე წინა შეხვედრებში.

- რა მოგეწონათ?
- რაზეა დაფუძნებული თანამედროვე
ფეხბურთი? შეტევაზე და ბურთის კონტროლზე. საქართველოს ნაკრები ორივეს ცდილობდა, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. თუ ჩვენ სერიოზულ დონეზე ვლაპარაკობთ, მაშინ სამუშაო მართლაც საკმაოდაა. არადა, თამაში რომ შეგვიძლია, ეს ნათლად გამოჩნდა.

- საქართველოს ნაკრებს გრანდების დამარცხებას არავინ სთხოვს, თუმცა საშუალო დონის გუნდის "გაკეთება" კი უნდა იყოს შესაძლებელი...
- დიახ და ეს უნდა იყოს პირველი რიგის ამოცანა. ჩვენ ჯერ უნდა გავაკეთოთ სწორება ჩვენნაირ ქვეყნებზე, თუნდაც იმაზე, რომ ვისწავლოთ საშუალო დონის გუნდების, ვთქვათ, პოსტსაბჭოური ნაკრებების დამარცხება. ეს უნდა იყოს პირველი ეტაპი. მერე ამას მოჰყვება განვითარების უფრო მაღალი ეტაპები.

- როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე დავამარცხეთ შოტლანდია?
- შოტლანდიას ერთი თვისება აქვს - ყოველთვის სტაბილური ვერ არის. მათ გერმანიასთან გასვლაზე კარგი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ სამაგიეროდ, თბილისში არ წაუვიდათ თამაში.

- როგორ აფასებთ კახა ცხადაძის მუშაობას ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე?
- ის ცდილობს, გუნდს შემტევი ფეხბურთი ათამაშოს. მან შეცვალა ნაკრების სათამაშო სქემა. ცხადაძემ ყურადღება მიაქცია გიორგი ნავალოვსკის, ვისაც აქამდე სათვალავში არავინ აგდებდა და მანაც გაამართლა. ერთიც - კარგია დაცვაში საიმედო თამაში, მაგრამ ფეხბურთის სილამაზე მეტი შეტევაა, მეტი კომბინაციაა. ეს უნდა იყოს ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპი.

ცხადაძემ კარგად იცის თავისი საქმე, მაგრამ მინდა ერთიც ვთქვა - ჩვენ უნდა ვეძებოთ ფეხბურთელები თავდასხმაში. უნდა ვეძებოთ მეგოლეები, შემქმნელები...

- ბევრი ელოდა, რომ ვლადიმერ გუცაევი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. რატომ არ იყრით კენჭს?
- შევხედე სიტუაციას და გადავწყვიტე, რომ არ მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. მე ვერ მივალ კაცთან, ვისაც საერთოდ არ უნახავს ფეხბურთი, საუბარი არ მაქვს თამაშზე, და ვერ ვეტყვი, რომ ხმა მომცეს. გამორიცხულია!

- როგორი განწყობა გაქვთ არჩევნების წინ?
- ფაქტია, ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი. ვისაც აქვს ხმა, უნდა იცოდეს, რა ფუნქცია აკისრია. უნდა იცოდეს, რომ ის ქართული ფეხბურთის მომავალს წყვეტს. რატომ მაქვს ეს ხმა? ღირსი ვარ თუ არა იმისა, რომ ეს ხმა მქონდეს? ეს კითხვა უნდა დაისვას, არადა, ამ კითხვას საკუთარ თავს არავინ უსვამს. ჰოდა, ჩავთვალე, რომ ასეთ სიტუაციაში არ ჰქონდა აზრი არჩევნებში მონაწილეობას და გავჩერდი.

- თუ საიდუმლო არ არის, რომელი კანდიდატისკენ იხრება თქვენი სიმპათია?
- ჩემი მეგობრები არიან... ცოტა ისეთი კითხვაა... რა არის იცით? ოღონდ ვინმემ რამე გააკეთოს ქართული ფეხბურთისთვის და მე ვიქნები პირველი, ვინც ტაშს დაუკრავს.

რეზო არველაძე ჩემი მეგობარია, ლევან კობიაშვილი ჩემთან გაიზარდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში... მე ყველას წარმატებას ვუსურვებ.

ერთი ეგაა - ქართულ ფეხბურთში არ არსებობს პირველი და მეორე რიგის პრობლემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს თანმიმდევრულად. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ, ვთქვათ, ეშველოს ნაკრებს, მივხედოთ მას და გადავდოთ გვერდზე ბავშვთა ფეხბურთი, ან თუნდაც ჩვენი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება. ყველამ ვიცით, რომ ქართულ ფეხბურთს სჭირდება ბევრი კვალიფიციური მწვრთნელი. ბავშვებსა და ახალგაზრდებში არის ასეთი პრაქტიკა: ჩამოიყვანენ უცხოელ მწვრთნელს, შეჭამს ხინკალს და წავა მალე თავის გზაზე. ამას ხომ ჯობს, საკუთარი კადრები გავზარდოთ? მე მაქვს პროგრამა, იქ წერია ყველაფერი...

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვერ დავყოფთ ქართულ ფეხბურთში არსებულ სფეროებსა და პრობლემებს მნიშვნელოვნად და ნაკლებადმნიშვნელოვნად. ყველაფერს კომპლექსურად უნდა მივხედოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვლადიმერ გუცაევი: ...აი, ამიტომ არ ვმონაწილეობ არჩევნებში...
მივიდე და ხმა ვთხოვო კაცს, ვისაც ფეხბურთი არ უთამაშია და არ უნახავს? გამორიცხულია!

საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები - ძირითადად, ამ თემებზე ვესაუბრეთ ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ვლადიმერ გუცაევს.
საქმეს ისეთი პირი უჩანდა, გუცაევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მან კანდიდატურა არ წამოაყენა.
მოკლედ, მივყვეთ ინტერვიუს. დავიწყეთ საქართველოს ნაკრებით...

- შოტლანდიისა და ირლანდიის ეროვნულ გუნდებთან გამართულ ორ შეხვედრას როგორ შეაფასებდით?
- შედარებით პროგრესი გვაქვს, ეს აშკარაა. თუნდაც, შოტლანდიასთან მატჩი ავიღოთ - საქართველოს ნაკრები უკეთესი იყო, ვიდრე წინა შეხვედრებში.
- რა მოგეწონათ?
- რაზეა დაფუძნებული თანამედროვე ფეხბურთი? შეტევაზე და ბურთის კონტროლზე. საქართველოს ნაკრები ორივეს ცდილობდა, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. თუ ჩვენ სერიოზულ დონეზე ვლაპარაკობთ, მაშინ სამუშაო მართლაც საკმაოდაა. არადა, თამაში რომ შეგვიძლია, ეს ნათლად გამოჩნდა.
- საქართველოს ნაკრებს გრანდების დამარცხებას არავინ სთხოვს, თუმცა საშუალო დონის გუნდის "გაკეთება" კი უნდა იყოს შესაძლებელი...
- დიახ და ეს უნდა იყოს პირველი რიგის ამოცანა. ჩვენ ჯერ უნდა გავაკეთოთ სწორება ჩვენნაირ ქვეყნებზე, თუნდაც იმაზე, რომ ვისწავლოთ საშუალო დონის გუნდების, ვთქვათ, პოსტსაბჭოური ნაკრებების დამარცხება. ეს უნდა იყოს პირველი ეტაპი. მერე ამას მოჰყვება განვითარების უფრო მაღალი ეტაპები.
- როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე დავამარცხეთ შოტლანდია?
- შოტლანდიას ერთი თვისება აქვს - ყოველთვის სტაბილური ვერ არის. მათ გერმანიასთან გასვლაზე კარგი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ სამაგიეროდ, თბილისში არ წაუვიდათ თამაში.
- როგორ აფასებთ კახა ცხადაძის მუშაობას ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე?
- ის ცდილობს, გუნდს შემტევი ფეხბურთი ათამაშოს. მან შეცვალა ნაკრების სათამაშო სქემა. ცხადაძემ ყურადღება მიაქცია გიორგი ნავალოვსკის, ვისაც აქამდე სათვალავში არავინ აგდებდა და მანაც გაამართლა. ერთიც - კარგია დაცვაში საიმედო თამაში, მაგრამ ფეხბურთის სილამაზე მეტი შეტევაა, მეტი კომბინაციაა. ეს უნდა იყოს ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპი. ცხადაძემ კარგად იცის თავისი საქმე, მაგრამ მინდა ერთიც ვთქვა - ჩვენ უნდა ვეძებოთ ფეხბურთელები თავდასხმაში. უნდა ვეძებოთ მეგოლეები, შემქმნელები...
- ბევრი ელოდა, რომ ვლადიმერ გუცაევი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. რატომ არ იყრით კენჭს?
- შევხედე სიტუაციას და გადავწყვიტე, რომ არ მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. მე ვერ მივალ კაცთან, ვისაც საერთოდ არ უნახავს ფეხბურთი, საუბარი არ მაქვს თამაშზე, და ვერ ვეტყვი, რომ ხმა მომცეს. გამორიცხულია!
- როგორი განწყობა გაქვთ არჩევნების წინ?
- ფაქტია, ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი. ვისაც აქვს ხმა, უნდა იცოდეს, რა ფუნქცია აკისრია. უნდა იცოდეს, რომ ის ქართული ფეხბურთის მომავალს წყვეტს. რატომ მაქვს ეს ხმა? ღირსი ვარ თუ არა იმისა, რომ ეს ხმა მქონდეს? ეს კითხვა უნდა დაისვას, არადა, ამ კითხვას საკუთარ თავს არავინ უსვამს. ჰოდა, ჩავთვალე, რომ ასეთ სიტუაციაში არ ჰქონდა აზრი არჩევნებში მონაწილეობას და გავჩერდი.
- თუ საიდუმლო არ არის, რომელი კანდიდატისკენ იხრება თქვენი სიმპათია?
- ჩემი მეგობრები არიან... ცოტა ისეთი კითხვაა... რა არის იცით? ოღონდ ვინმემ რამე გააკეთოს ქართული ფეხბურთისთვის და მე ვიქნები პირველი, ვინც ტაშს დაუკრავს. რეზო არველაძე ჩემი მეგობარია, ლევან კობიაშვილი ჩემთან გაიზარდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში... მე ყველას წარმატებას ვუსურვებ. ერთი ეგაა - ქართულ ფეხბურთში არ არსებობს პირველი და მეორე რიგის პრობლემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს თანმიმდევრულად. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ, ვთქვათ, ეშველოს ნაკრებს, მივხედოთ მას და გადავდოთ გვერდზე ბავშვთა ფეხბურთი, ან თუნდაც ჩვენი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება. ყველამ ვიცით, რომ ქართულ ფეხბურთს სჭირდება ბევრი კვალიფიციური მწვრთნელი. ბავშვებსა და ახალგაზრდებში არის ასეთი პრაქტიკა: ჩამოიყვანენ უცხოელ მწვრთნელს, შეჭამს ხინკალს და წავა მალე თავის გზაზე. ამას ხომ ჯობს, საკუთარი კადრები გავზარდოთ? მე მაქვს პროგრამა, იქ წერია ყველაფერი... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვერ დავყოფთ ქართულ ფეხბურთში არსებულ სფეროებსა და პრობლემებს მნიშვნელოვნად და ნაკლებადმნიშვნელოვნად. ყველაფერს კომპლექსურად უნდა მივხედოთ.
ალეკო კაკაურიძე
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვოვა დიდი ფეხბურთელი იყო!
შალვა
20 ოქტომბერი 2015 16:00
0
ყველა ქვეყანაში ყოფილ კორიფეებს დიდ პატივისცემაში ამყოფებენ.ჩვენთანაც ბევრი სიკეთე და სიყვარული მიიღეს...სამწუხაროდ,გაჭირვებაში და ჭაობში ისე ჩავიდა ფეხბურთი რომ არცერთმა მადგანმა ერთი მართალი სიტყვაც არ თქვა....
hiugo555
06 ოქტომბერი 2015 10:11
0
იქნება კიდევ 1981?, ღმერთმა ქნას.
ss
01 ოქტომბერი 2015 11:45
0
ერთი ვოვა, ერთი დარასელია და ერთი ყიფიანი... (სხვებს არარ ვახსენებ, ბევრი გამომივა)მორჩებოდა ყომარი, მაგრამ სადღაა, სად, ასეთი ვარსკვლავები.. აფსუს!!!
koki
30 სექტემბერი 2015 10:49
0
კარგი დრო იყო ვისაც ფეხბურთის გაეგება,ამაზეა ნათქვამი იყო დრო და მომენტი ......
maxo
30 სექტემბერი 2015 00:07
0
გუცაევი და მისი ტაობა ბურტს დაუმალავდა საერტოდ სჰოტლანდიასაც და ირლანდიასაც და საერტოდ მასეტ გუნდებს
tamaz jishkariani
29 სექტემბერი 2015 13:58
0
მენატრება ის დრო როცა გუცაევი და სხვები თამაშობდნენ, არ მაქვს იმესი ასეთი თამაშები , რომ იქნება
gio
29 სექტემბერი 2015 11:14
0
საქართველოს ნაკრებს აკლია ინდივიდუალისტები როგორიც ვოვა გუცაევი იყო
gulshematkivari
27 სექტემბერი 2015 11:03
0
დრიბლიორები და სიმართლის მთქმელები გვჭირდება!!!!
გუჯა კახაძე
26 სექტემბერი 2015 12:41
0
დღეს 21 საუკუნეში, ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში, როცა ნებისმიერი ფეხბურთელის და გუნდის თამაში შეგიძლია ნახო, გაშიფრო, ყველა ინფორმაცია მოიძიო, თუნდაც საშუალო დონეზე გავქაჩოთ გუნდი, თქვენი პლეადის მერე მოგვენატრა ფეხბურთი.
jemali
26 სექტემბერი 2015 12:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული