კომენტარისთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას მივმართეთ. მისი პასუხი ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა გვაცნობა. თურმე, სიჭინავა სომეხ ჟურნალისტს ზახფულში ელაპარაკა, მაგრამ უეფას მსგავსი ტურნირის ჩატარება არც შემოუთავაზებია,
იდეამ განსაკუთრებული დიანტერესება აზერბაიჯანში ჰპოვა, რადგან ''თანამეგობრობის თასზე" გამარჯვების შემდეგ ჩვენი მეზობლები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიის ფეხბურთში პირველი სიტყვა ეთქმით. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ''აზერისპორტის" ფორუმი:
- კავკასიის თასის იდეა უფრო მომხიბლავი იქნებოდა. სუსტი გუნდები არც ''ტერეკი", ნალჩიკის ''სპარტაკი", მახაჩყალის ''ანჟი" და ''ალანია" არიან (?!).
- უფრო შთამბეჭდავი კავკასიის თასის საკლუბო ტურნირად ჩატარება და მასში დაღესტნის, ჩეჩნეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის და სხვა კავკასიური ქვეყნების კლუბების მიწვევა იქნება.
- არა, შეუძლებელია. ეს ყველაზე კონფლიქტური ჩემპიონატი იქნება.
- სისულელეა! ქვეყნისთვის, რომელმაც ''თანამეგობრობის თასი" სამჯერ მოიპოვა, უმნიშვნელო ტურნირი იქნება და თამაში მოგვიწევს არა ხელოვნურ საფარზე, არამედ ასფალტზე.
- წარმოიდგინეთ ასეთი ჯგუფები: ''ა" ჯგუფი – ''ნეფთჩი", თბილისის ''დინამო", ''ტერეკი", ''არარატი"; ''ბ" ჯგუფი – ''ყარაბახი", ''სიონი", ''ანჟი", ''პიუნიკი". ვფიქრობ, კარგი თამაშები იქნებოდა.
ცხადია, იდეა საინტერესოა და როგორც ფინანსურად, ასევე სატელევიზიო და სპორტული თვალსაზრისით ტურნირს დიდი პოტენციალი გააჩნია. სხვა საქმეა, რომ დღეს მისი გამართვა შეუძლებელი ჩანს. სხვათა შორის, მსგავს იდეაზე 10 წლის წინ ცნობილი კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი ლაპარაკობდა. მაშინ სომხეთისა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელებისგან ასეთი რამ მოვისმინეთ – მშვენიერი აზრია, მაგრამ სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირება მას შეუძლებელს ხდის. მათ ტურნირზე თანხმობა რომ გამოთქვან, ცხადია, მატჩები თბილისში უნდა გაიმართოს, რაც სარისკო ამბავი იქნება. ასეთი შეხვედრების უსაფრთხოების უზრვუნველსაყოფად, საქართველო მზად არ არის.
''სამხეთ კავკასიის თასის" ჩატარებას, ბუნებრივია, გარკვეული წინაპირობა გააჩნია. მსგავსი რეგიონული ტურნირების ჩატარების იდეა G14-ის დაარსების შემდეგ გაჩნდა. ევროპული ფეხბურთის გრანდებმა (''ბაიერნმა", ''რეალმა", "ბარსელონამ ''მანჩესტერმა", ''ლივერპულმა" და სხვებმა) სუპერლიგის ჩამოყალიბება შემოსავლების გაზრდისა და ღარიბებისგან გამიჯვნის მიზნით გადაწყვიტეს. ღარიბებმა კი რეგიონულ ტურნირებზე დაიწყეს ლაპარაკი. ასე გაჩნდა ჩრდილოატლანტიკური ლიგის (ჰოლანდია, ბელგია, დანია, ირლანდია), ''როიალ კაპისა" (სკანდინავიის ქვეყნებში) და ''ბალტიის თასის" (ბალტიისპირეთის ქვეყნებში) პროექტები.
პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იდეები და პროექტები საფეხბურთო ''ტვინებში" არ დაბადებულა და მის უკან ერთიანი ევროპის არქიტექტორები დგანან, მიზანი კი დაახლოებით ასეთიაო: ერთიანი ევროპული ლიგა, რომელიც გერმანული მოდელით ჩატარდება: პირველ და მეორე ლიგებში საუკეთესოები ითამაშებენ, დანარჩენები - რეგიონულ ტურნირებში. ეს წლების წინ აკაკი ასათიანმა თქვა და ლოგიკას მოკლებული აზრი არ არის, რადგან რეალურად, G14-ის დაარსების იდეა სწორედ ერთიანი ევროპული ლიგის შექმნას ისახავდა მიზნად, რომელშიც კონტინენტისა და დიდი ბრიტანეთის საუკეთესო კლუბები ითამაშებდნენ. მართალია, უეფა იდეას საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ რეალურად ლენარტ იუჰანსონისა და გერჰარდ აიგნერის დროს ჩემპიონთა ლიგის მომგებიან პროექტში G14-ის იდეები ილანდებოდა. თუ ჩემპიონთა ლიგაა, რატომ მონაწილეობენ წამყვანი ქვეყნების მეორე-მესამე და მეოთხეადგილოსანი კლუბები? ეს ხომ ტურნირის სახელს ეწინააღმდეგება?
უეფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიშელ პლატინიმ გადაწყვიტა, ჩემპიონთა ლიგაში ღარიბი ქვეყნების ჩემპიონების მოხვედრა მაინც გაეადვილებინა, მაგრამ ხალხოსნური იდეების განხორციელებას სერიოზული ძალა, მდიდარი ევროპული კლუბები და მათი უმძლავრესი სპონსორები ეწინააღმდეგებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.