ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, ცო­ტა რომ ამი­რე­ვია... ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან

AutoSharing Option
ის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული იყო მათ შორის, ვისაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა მოურგია. "ჯვაროსნების" ყოფილ თავდამსხმელს 7 ქვეყნის 12 გუნდში უთამაშია და კოლექციას სამი ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულები უმშვენებს - საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის. დასავლეთ ევროპაში ორჯერ წავიდა, მაგრამ როტერდამის "ფეიენოორდსა" და "სოსიედადში" თავის დამკვიდრება ტრავმების გამო ვერ მოახერხა.

გიორგი დემეტრაძე უფრო პოსტსაბჭოური სივრცის მოთამაშე გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ ვლადიკავკაზის "ალანია" მისთვის საუკეთესო კლუბი იყო - ვალერი გაზაევის ხელში გაიხსნა და საუკეთესო თვისებები გამოავლინა.

ის ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა.
როცა დემეტრაძეზე ვლაპარაკობთ, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ 2010 წლის ივლისში ის ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს. საპყრობილე 2013 წლის 13 იანვარს დატოვა, თანაც პოლიტპატიმრის სტატუსით...

დემეტრაძე "ლელო WEEK-ს" ცხოვრებასა და კარიერაზე ელაპარაკა...

აქა-იქ რომ მო­მე­მა­ტე­ბი­ნა...
- მუ­შა­ო­ბა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში და­ვიწყე. მწვრთნე­ლო­ბა­ზე უარი ვთქვი, ეს ჩე­მი საქ­მე არ არის. კლუ­ბე­ბი დი­რექ­ტო­რო­ბას მთა­ვა­ზობ­დ­ნენ და ამა­ზეც თა­ვი შე­ვი­კა­ვე. ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დო­დან" ახალ­წა­მო­სულს კი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან და­მი­კავ­შირ­დ­ნენ და ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. ჩე­მი ახ­ლან­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ა­ნაც მომ­წონს. მაგ­რამ მაქ­სი­მუმ 2-3 წე­ლი თუ ვი­მუ­შა­ვებ, ერთ ად­გილ­ზე დიდ­ხანს ვერ გავ­ჩერ­დე­ბი და მე­რე საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რა­ზე გა­და­ვერ­თ­ვე­ბი.

- 39 წლის გახ­დით, უკან დაგ­რ­ჩათ კა­რი­ე­რა და მო­ე­და­ნი. ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, სა­ფეხ­ბურ­თო ცხოვ­რე­ბას რო­გორ აფა­სებთ?
- ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად კა­ხა კა­ლა­ძე­სა და სხვა ვე­ტე­რა­ნებ­თან თით­ქ­მის ყო­ველ­დღე მი­ნი-ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ და ამით მა­ინც ვიკ­ლავ ჟინს. მაგ­რამ ეს გარ­თო­ბაა. რაც დრო გა­დის, ფეხ­ბურ­თი უფ­რო და უფ­რო მე­ნატ­რე­ბა. მახ­სენ­დე­ბა მო­ე­დან­ზე გას­ვ­ლის მო­მენ­ტი, სავ­სე სტა­დი­ო­ნი, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გო­ლე­ბი და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მძი­მე ვარ­ჯი­შე­ბიც კი!

- ლო­ბა­ნოვ­ს­კის უმ­ძი­მე­სი ვარ­ჯი­შე­ბიც?
- კი, ლო­ბა­ნოვ­ს­კის ვარ­ჯი­შე­ბიც. ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მიყ­ვარს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამას ვა­კე­თებ­დი და ძა­ლი­ან ძნე­ლია, საყ­ვა­რელ საქ­მეს უცებ რომ მოს­წყ­დე­ბი. ახ­ლა ხში­რად ვფიქ­რობ, რა­მე ხომ არ და­ვა­კე­ლი...

- და რა და­ა­კე­ლით?
- მა­შინ ამა­ზე არც ვფიქ­რობ­დი. მაგ­რამ აქა-იქ რომ მო­მე­მა­ტე­ბი­ნა, უფ­რო მა­ღალ დო­ნე­ზეც ვი­თა­მა­შებ­დი, მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დი და ტი­ტულ­საც მეტს მო­ვი­გებ­დი.

Sportall.Ge

უჟ­მუ­რი ტო­შა­კი
- მა­გა­ლი­თად, "სო­სი­ე­დად­ში" სე­რი­ო­ზუ­ლი შან­სი გქონ­დათ. მაგ­რამ ეს­პა­ნე­თი­დან ისევ რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­დით. პრი­მე­რა დი­ვი­ზი­ონ­ში რა­ტომ ვერ დამ­კ­ვიდ­რ­დით?
- "სო­სი­ე­დად­ში" თა­მა­ში კარ­გად და­ვიწყე, მაგ­რამ ჯერ ის იყო პრობ­ლე­მა, რომ 5-6 ლე­გი­ო­ნე­რი­დან თა­მა­შის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ სამს ჰქონ­და. მე­რე მე­ნის­კის ოპე­რა­ცია დამ­ჭირ­და, 8 თვე გა­მიც­და და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რას ვი­თა­მა­შებ­დი?

სხვა­თა შო­რის, მა­ში­ნაც ტრავ­მამ შე­მი­შა­ლა ხე­ლი, რო­ცა "დი­ნა­მომ" იჯა­რით "ფე­ი­ე­ნო­ორ­დ­ში" გა­მიშ­ვა. სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი იყო, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­ში ვერ შევ­ძე­ლი, ნახე­ვარ­წ­ლი­ა­ნი არენ­დის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ეს ბევრს ნიშ­ნავს და იქაც ვერ გავ­ჩერ­დი. ისე, ეს­პა­ნეთ­ში ჩე­მი მწვრთნე­ლი ჯონ ტო­შა­კი იყო, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ უჟ­მუ­რი კა­ცი გახ­ლ­დათ.

- უჟ­მუ­რი თუ ფუ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი? იმ პე­რი­ო­დის ხმე­ბი მახ­სოვს, ტო­შაკს დე­მეტ­რა­ძის მი­მართ ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი არ ჰქონ­და და ამი­ტომ არ ათა­მა­შებ­დაო...
- ფაქ­ტია, რომ თა­ვი­სი­ა­ნე­ბი მო­იყ­ვა­ნა და არც აინ­ტე­რე­სებ­და, რა შე­მეძ­ლო. მა­რა­დო­ნაც რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, არ მა­თა­მა­შებ­და. არა­და, მა­ნამ­დე და მე­რეც მა­გარ გუნ­დებ­ში უმუ­შა­ვია - მათ შო­რის, მად­რი­დის "რე­ალ­ში". თუმცა ინ­ტე­ლექ­ტით ბევრ იმ მწვრთნელს ვერ სჯობ­და, ვის­თა­ნაც მი­თა­მა­შია და შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მოხ­ვედ­რის პრობ­ლე­მა რომ არ მქო­ნია. მა­გა­ლი­თად, ტო­შაკს ლო­ბა­ნოვ­ს­კის რო­გორ შე­ვა­და­რებ, მი­სი ფე­ხის ფრჩხი­ლად არ ღირ­და... ლო­ბა­ნოვ­ს­კი იყო სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტი იმათ შო­რის, ვის­თა­ნაც მი­მუ­შა­ვია.

- წმინ­და სა­ფეხ­ბურ­თო გა­ნათ­ლე­ბის გარ­და, კი­დევ რა გა­მო­არ­ჩევ­და ლო­ბა­ნოვ­ს­კის?
- გა­რე­დან ხომ ყვე­ლას გე­გო­ნათ, რომ გა­უ­ცი­ნა­რი იყო? არა­და, მო­ედ­ნის მიღ­მა თბი­ლი და გუ­ლი­ა­ნი კა­ცი გახ­ლ­დათ. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გვერ­დ­ში დგო­მა და გა­გე­ბა შე­ეძ­ლო.

ნაკ­რებ­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბა
- ლო­ბა­ნოვ­ს­კის ვარ­ჯი­ში თუ გა­გიც­დე­ნი­ათ?
- ასე­თი რამ გა­მო­რიცხუ­ლი იყო. კი­ე­ვის "დი­ნა­მო­ში" გარ­თუ­ლე­ბა ჰქონ­დათ სმა­ზე. მაგ­რამ მე და კა­ხა სას­მელს ისე­დაც არ ვე­ტა­ნე­ბო­დით. სა­ერ­თოდ, ეს უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთ­ში იშ­ვი­ა­თი ამ­ბა­ვი არ არის.

- თქვენ და კა­ხა სა­ერ­თოდ არ სვამ­დით?!
- მარ­თ­ლა ასე იყო. არც მიყ­ვარ­და და ახ­ლაც იშ­ვი­ა­თად თუ დავ­ლევ.

- არა­და, თქვენ­ზე ხში­რად უთქვამთ, რე­ჟიმს არ იცავ­სო...
- პა­ტა­რა თუ არ გა­ნიტ­ვირ­თე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ფეხ­ბურ­თი ითა­მა­შო. ფეხ­ბურ­თი ხომ ისე­დაც დი­დი სტრე­სია და ეს აუცი­ლე­ბე­ლიც არის. ინ­გ­ლის­ში სუ­ლე­ლე­ბი კი არ არი­ან, თა­მა­შე­ბის შემ­დეგ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი პა­ბებ­ში რომ მი­დი­ან? იქ ეს არა­ვის უკ­ვირს. მაგ­რამ კი­ე­ვის "დი­ნა­მო­ში" რე­ჟიმს მკაც­რად ვი­ცავ­დი.

მე­რე კი ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, ცო­ტა რომ ამი­რე­ვია, მაგ­რამ ამის გა­მო კლა­უს ტოპ­მი­ო­ლერ­მა დამ­სა­ჯა.

- ასე­თი რა გა­ა­კე­თეთ?
- რა და, ფა­რე­რე­ბის ნაკ­რებ­თან გას­ვ­ლი­თი შეხ­ვედ­რის წი­ნა დღე მთლად სპორ­ტუ­ლად ვერ გა­ვა­ტა­რე და ისე ავი­რიე, პას­პორ­ტი დავ­კარ­გე. სა­ნამ მოვ­ძებ­ნე და აერო­პორ­ტ­ში წა­ვე­დი, რე­ის­ზე და­ვაგ­ვი­ა­ნე. არა­და, ფა­რე­რებ­ზე მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ძნე­ლია. დრო უნ­და და­ამ­თხ­ვიო, თო­რემ ჩას­ვ­ლას და­აგ­ვი­ა­ნებ. და­ნი­ის გავ­ლით უნ­და გა­დაფ­რინ­დე, რამ­დე­ნი­მე გა­დაჯ­დო­მაა სა­ჭი­რო და ისე­დაც დი­დი გზაა.

მატ­ჩის წი­ნა დღეს მა­ინც ჩა­ვუს­წა­რი, მაგ­რამ ტოპ­მი­ო­ლე­რი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი დამ­ხ­ვ­და და შეც­ვ­ლა­ზე მა­თა­მა­შა. 6:0 მო­ვი­გეთ. მე-5 გოლ­ზე შო­თას ფლან­გი­დან მე მი­ვე­ცი პა­სი...

Sportall.Ge

ყვე­ლა­ზე, ყვე­ლა­ზე...
- გა­იხ­სე­ნეთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი. და­ვიწყოთ, ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო გო­ლე­ბით...
- ასე­თი იყო ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ში "რე­ა­ლი­სა" და "ბა­ი­ერ­ნის"კარ­ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბი - გერ­მა­ნე­ლებს ლა­მა­ზი "მაკ­რა­ტე­ლა" გა­ვუ­ტა­ნე. არა­ნაკ­ლებ კარ­გად მახ­სენ­დე­ბა "ან­დერ­ლეხ­ტ­თან" შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც ჩე­მი და­ბა­დე­ბის დღეს და­ემ­თხ­ვა და დუბ­ლი შე­ვას­რუ­ლე. მე­ო­რე გო­ლის დროს სა­ჯა­რი­მო­ში 3 მცვე­ლი მო­ვატყუე და ეფექ­ტუ­რად შე­ვაგ­დე. სა­მი­ვე ეს შეხ­ვედ­რა კი­ე­ვის "დი­ნა­მოს" ფორ­მით ჩა­ვა­ტა­რე.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ლა­მა­ზი იყო ნაკ­რებ­ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბიც, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ნი­ის ნაკ­რე­ბის კა­რში თა­ვით, ნახ­ტომ­ში...

- მან­ქა­ნე­ბი გიყ­ვართ?
- 2000 წელს ახა­ლი X5 ვი­ყი­დე. მა­შინ თბი­ლის­ში ეს მო­დე­ლი ერთ-ორ კაცს თუ ჰყავ­და. მა­შინ­დე­ლი მან­ქა­ნე­ბის ფონ­ზე, ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო. იმ დროს კი­ე­ვის "დი­ნა­მო­ში" ვთა­მა­შობ­დი და კარ­გი ანაზღა­უ­რე­ბა მქონ­და.

- თა­მა­შის მო­გე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დი­დი პრე­მია რო­დის მი­ი­ღეთ და რამ­დე­ნი?
- ეს უკ­რა­ი­ნა­ში თა­მა­შის დროს მოხ­და. "დი­ნა­მომ" იმ­ხე­ლა პრე­მია მოგ­ვ­ცა, ვა­კე­ში არა, მაგ­რამ სა­ბურ­თა­ლო­ზე 2-ოთა­ხი­ან ბი­ნას მა­ინც ვი­ყიდ­დი.

- ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ნა­წილ­მა ეს ფუ­ლი ბიზ­ნეს­ში და­ა­ბან­და. თქვენ კი ეს ვერ მო­ა­ხერ­ხეთ თუ არ გა­მო­გი­ვი­დათ?
- თქვენ ხომ მა­ინც კარ­გად მიც­ნობთ? მე რა ბიზ­ნე­სი უნ­და ამეწყო? ფუ­ლი რომ მქონ­და, ეგ­რე­ვე ვხარ­ჯავ­დი, ან ახ­ლობ­ლებს და მე­გობ­რებს ვეხ­მა­რე­ბო­დი. რო­გორც თქვენ ვერ ივარ­გებთ სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად, ისე მე ვერ ვი­ვარ­გებ ბიზ­ნეს­ში. მწვრთნე­ლო­ბის და დი­რექ­ტო­რო­ბის არ იყოს, არც ესა ჩე­მი საქ­მე.

ოპე­რა­ში შე­პა­რუ­ლი
- სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რი ახ­სე­ნეთ. ოპე­რის გვერ­დით ცხოვ­რობთ და თუ და­დი­ო­დით იქ?
- ერ­თხელ მე­გობ­რებ­თან ერ­თად შე­ვი­პა­რე. მაგ­რამ სპექ­ტაკ­ლ­ზე გა­გ­­ვე­ცი­ნა და მა­ლე­ვე გა­მო­ვი­პა­რეთ. ეს იყო და ეს. ისე, რამ­დენ­ჯერ­მე რომ შეხ­ვი­დე, შე­იძ­ლე­ბა, "მუ­ღა­მი" მარ­თ­ლა და­უ­ჭი­რო. მაგ­რამ ისე­თი მო­უს­ვე­ნა­რი ვარ, ერთ ად­გილ­ზე ვერ ვჩერ­დე­ბი და იქ ვერ გავ­ძ­ლებ. არა­და, ვი­ცი, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი მომ­ღერ­ლე­ბი გვყავს და თა­ვი­ანთი სფე­როს სე­რია A-სა და პრი­მე­რა დი­ვი­ზი­ო­ნებ­ში მღე­რი­ან (იცინის).

- ყვე­ლა­ზე ცუ­დი მო­გო­ნე­ბა...
- "ფე­ი­ე­ნო­ორ­დ­სა" და "სო­სი­ე­დად­ში" ყოფ­ნი­სას მი­ღე­ბულ ტრავ­მებ­ზე უკ­ვე გითხა­რით. ფეხ­ბურ­თე­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ცუ­დი ტრავ­მაა. სხვას ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა...

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ფილ­მი გიყ­ვართ?
- რა თქმა უნ­და, ბევ­რი უცხო­უ­რი ფილ­მი მომ­წო­ნე­ბია, მაგ­რამ ქარ­თუ­ლე­ბი მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს. აზ­რიც არის ამ ფილ­მებ­ში, იუმო­რიც... ბევ­რი შე­დევ­რია - "ფე­ო­ლა", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, "ბურ­თი და მო­ე­და­ნი", "ცის­ფე­რი მთე­ბი", "მო­ნა­ნი­ე­ბა". ასე მგო­ნია, ჩვენ მსოფ­ლიო დო­ნის კი­ნო გვქონ­და.

- უცხო­უ­რი ფილ­მე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რო­მელ­მა მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე?
- "ერ­თხელ ამე­რი­კა­ში". ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის დრო­ინ­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ეს ფილ­მი არ უნა­ხავს და უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ მო­უხ­დე­ნია.

- მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ვინ მოგ­წონთ?
- ქარ­თ­ვე­ლებ­ზე არ ვიტყ­ვი, ბევ­რი მომ­წონს, მაგ­რამ ვინ­მე გა­მომ­რ­ჩე­ბა და არ მინ­და. უცხო­ე­ლე­ბიდ­ან კი ალ პა­ჩი­ნო და დე ნი­რო.

- ქა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან?
- ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის დრო­ი­ნდელ მსა­ხი­ობს გა­ვიხ­სე­ნებ - ყვე­ლა­ზე მე­ტად ორ­ნე­ლა მუ­ტი მომ­წონ­და. ულა­მა­ზე­სი ქა­ლია.

- ოთახ­ში მი­სი სუ­რა­თი გე­კი­დათ?
- ორ­ნე­ლა მუ­ტის არა, მაგ­რამ საბ­რი­ნას კი მქონ­და.

- საბ­რი­ნას სიმ­ღე­რე­ბი მოგ­წონ­დათ თუ მკერ­დი?
- მა­გის სიმ­ღე­რა ვის რად უნ­და უნ­დო­და? საბ­რი­ნას­თ­ვის უნ­და გე­ყუ­რე­ბი­ნა და მეც ვუ­ყუ­რებ­დი (იცი­ნის)...

Sportall.Ge

ბევ­რად მე­ტი შეგ­ვეძ­ლო...
- თქვენი აზ­რით, ვინ არის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დი­დი ფეხ­ბურ­თე­ლი?
- მა­რა­დო­ნა! ეს სა­კა­მა­თოც არაა. ძვე­ლებს პე­ლე უყ­ვართ, მაგ­რამ მე მა­რა­დო­ნას პე­რი­ოდ­ში ვიზ­რ­დე­ბო­დი, მის თა­მა­შებს ვუ­ყუ­რებ­დი და მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლია, ვინც მი­ნა­ხავს.

- დღე­ვან­დე­ლებ­ში? მე­სი თუ რო­ნალ­დო? დღეს ყველ­გან ასე ის­მის კითხ­ვა...
- მე­სი, რა თქმა უნ­და.

- რო­მე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გვერ­დით ისურ­ვებ­დით თა­მაშს?
- 18 ნო­ემ­ბ­რი­სა და 13 მა­ი­სის თა­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის გვერ­დით. ძა­ლი­ან დი­დი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი გვყავ­და. მე თავ­დამ­ს­ხ­მე­ლებს და­ვა­სა­ხე­ლებ - მეს­ხი და მეტ­რე­ვე­ლი ლე­გენ­დე­ბი არი­ან, ყი­ფი­ა­ნი, შენ­გე­ლია, გუ­ცა­ე­ვი... ისე, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და გუნ­დე­ბი გვყავ­და.

- დრო­ის მან­ქა­ნა რომ გქონ­დეთ, წარ­სულ­ში რას შეც­ვ­ლი­დით?
- არა­ფერს.

- სა­ერ­თოდ არა­ფერს?
- შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მონ­დო­მე­ბით მე­ვარ­ჯი­შა. ფეხ­ბურთს თავ­და­დე­ბა უყ­ვარს. შრო­მა ვი­საც არ და­ზა­რე­ბია, ყვე­ლას და­უ­ფას­და.

- თქვენს თა­ო­ბა­ში არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი მო­თა­მა­შე იყო, მაგ­რამ ვერც ძლი­ე­რი ნაკ­რე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და და სამ­წუ­ხა­როდ, ვერც ვე­რა­ფერს მი­აღ­წი­ეთ...
- არა­და, ბევ­რი შე­გვე­ძ­ლო. ერ­თი-ორ­ჯერ ისეთ ჯგუფ­ში მოვ­ხ­ვ­დით, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე გას­ვ­ლის პო­ტენ­ცი­ა­ლი გვქონ­და. ამა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ. მაგ­რამ იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ.

- მა­გა­ლი­თად?
- მა­შინ არც პი­რო­ბე­ბი იყო და არც ქვე­ყა­ნა იყო ფეხ­ბურ­თით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. გა­რე­მო კი ყვე­ლა­ფერ­ზე მოქ­მე­დებს, ჩვენ­ზეც და ზო­გად დო­ნე­ზეც. ახ­ლა სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რე­სი აქვს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­ნი დრო­ის მსგავ­სი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი აღარ ჩა­ნან. რამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვი გა­მოჩ­ნ­და, მაგ­რამ მა­შინ ევ­რო­პის ძლი­ერ ლი­გებ­ში მა­სობ­რი­ვად გავ­დი­ო­დით, ახ­ლა კი რა გუნ­დებ­ში მი­დი­ან?..

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დემე კაცური კაცი იყო და ასეთად დარჩება.
უკვდავი კოშჩეი
22 მაისი 2018 11:54
0
დემე ყველგან კაცი იყო და კაცად დარჩება,არსად არ შევურცხვენივართ ქართველები,და რაც არიცით იმაზე ნუ ჭორიკნობთ,და მერე კაცობაზე პრეტენზია კიგაქვთ.ბოღმიანო ჭორიკნებო
romandro
25 ოქტომბერი 2015 03:36
0
დემე კაი რა ყომატბაზი იყავი და დღესაც კობი რომ პრეზიდენტია ეგეც ნაყომარბაზევიაა! ნაცებს ვერ შეეწყე ოცნებას ხო შეეწყე მახინაციაში თაღლითები ხართ ყველანი!
legend
25 ოქტომბერი 2015 01:44
1
დემე!!!!
123
25 ოქტომბერი 2015 01:43
0
დემე, გენაცვალე. უკეთილშობილესი ბიჭია. ვინც არ იცნობთ, ჭორაობას თავი გაანებეთ, ცოტა კაცურათ მოიქეცთ.
d, g
24 ოქტომბერი 2015 22:50
0
შენც კარგად იცი რომ ყომარმა დაგღუპა საუბედუროდ.
j.....
24 ოქტომბერი 2015 20:30
0
ტრამვები არა ფლავი. ...... ბიჭი იყო. სადაც გასდიოდა იქ თამაშობდა
jondo
24 ოქტომბერი 2015 14:09
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული