ლევან კობიაშვილმა კლუბებს განვითარებისა და დაფინანსების პროექტი გააცნო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ბათუმში უმაღლესი ლიგის კლუბების ხელძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის მმართველმა გუნდმა, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, 16 საფეხბურთო კლუბთან ერთად ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე შეაჯამა და 2016 წელს დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

სფფ-ს პრეზიდენტმა კლუბების ხელმძღვანელებს ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრიოტეტები გააცნო. ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი ლიგის კლუბებთან ერთიან ფინანსურ სისტემის შექმნაზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც სახელმწიფოსთან ერთად იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს საფეხბურთო კლუბების თანაბარ დაფინანსებას.

ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაცია კლუბებთან ერთად აქტიურ მუშაობას იწყებს იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში
არსებობს. იგეგმება სამსაჯო განყოფილების და სადისციპლინო კომიტეტის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლება. საფეხბურთო მენეჯმენტის მიმართულებით სასწავლო პროგრამის დაწყება. ასევე აქტიური ბრძოლა გარიგებული მატჩების წინააღმდეგ. ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში ფეხბურთის ფედერაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდება.

შეხვედრაზე ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ინფრასტრუქტრული პრობლემების აღმოფხვრა და კლუბების ლიცენზირების სტანდარტის ამაღლება. თითქმის 6 საათიანი შეხვედრა ბათუმში კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.

2016 წლიდან ფეხბურთის ფედერაციის კონკრეტული განყოფილებებისა და დეპარტამენტების სრული განახლება მოხდება. ასევე შეიქმნება რეგიონალური და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების განყოფილება.

ბათუმში გამართული შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ინიციატივით ჩატარდა. 2016 წელს ანალოგიური სამუშაო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

ლევან კობიაშვილი:
"მოხარულები ვართ, რომ დღევანდელი შეხვედრა შედგა. კლუბების წარმომადგენლებთან. შეხვედრა ჩემი ინიციატივა იყო და ეს პირველ რიგში სფფ-ის ინტერესებში შედიოდა. მიხარია, რომ კლუბებმა ჩემი ინიციატივა პოზიტიურად მიიღეს და მათი წარმომადგენლები აქ ჩამობრძანდნენ.

კარგია, რომ ფედერაცია შეხვედრებს მხოლოდ დედაქალაქში არ მართავს, დღეს ბათუმში გვაქვს შეხვედრა, მაგრამ იქნება არაერთი შეხვედრა სხვა ქალაქებშიც. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს ქართულ ფეხბურთსა და კონკრეტულად კლუბებშია.

პირველ რიგში გავაცანით სფფ-ის ხედვა ფეხბურთის განვითარების შესახებ. კლუბების წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ჩვენთვის პრიოერიტეტულია ეროვნული ჩემპიონატი და მისი განვითარება. ჩვენ ინტერესშია, რომ კლუბები განვითარდნენ, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებით ასაკობრივ ნაკრებებში შევსებას სწორედ კლუბებიდან ვიღებთ.

ყველა კლუბს ჰქონდა საშუალება, ესეუბრა საკუთარ პრობლემებზე. იყო საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი და მინდა ვთქვა, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ამ ფორმატში შედგა. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემპიონატის განვითარებას უკავშირდება მათთან საუბრის შემდეგ მივიღებთ.

მინდა კლუბების წარმომადგენლების ჩართულობა ფეხბურთის განვითარების პროცესში მაქსიმალური იყოს. ისე აღარ მოხდება, რომ გადაწყვეტილებებს ადრინდელივით ერთი ადამიანი იღებდეს. ვისაუბრეთ კლუბების დაფინანსების ერთიან სისტემაზე. სასიხარულოა, რომ ბევრი კლუბის წარმომადგენელს დაფინანსების ერთიან სისტემასთან დაკავშირებით ჩვენი მსგასვი ხედვა აქვს. ეს პროცესი დასრულებული არ არის და მუშაობა კლუბების წარმომადგენლებთან ერთად კვლავ გაგრძელდება".

ლევან ზუხბაია ("დინამო თბილისის" ტექნიკური დირექტორი):
"ქართულ ფეხბურთში დღეს მრავლად არის პრობლემები. უპირველესი საკითხი, რომელიც "დინამო თბილისის" მხრიდან დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა, ეს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეხება. ინფრასტრუქტურული მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ქართული ფეხბურთის პრობლემებთან და ეს საკითხი ბევრ კლუბს აწუხებს.

ასევე იყო მსჯელობა კლუბების ლიცენზირებისა და მენეჯმენტის გადამზადებასთან დაკავშირებით. ესეც მნიშვნელოვანი პრობლემებია და იმედია მომავალი წლიდან ამ საკითხების მოგვარებაც დაიწყება.

"დინამოს" მხრიდან ასევე დასმული იქნა საკითხი, რომელიც თანხების მიზნობრიობას ეხება. ის თანხები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ცალკეულ კლუბებში იხარჯება, უნდა იყოს მიზნობრივი. კლუბების მხრიდან გარკვეული სახსრების მობილიზება უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურის გასავითარებლად.

ჩვენ ვართ კერძო კლუბი და გვაქვს დაფინანსების წყაროები. მაგრამ კლუბების დაფინანსება აუცილებლად უნდა მოხდეს ერთგვაროვნებისა და სპორტული პრინციპის დაცვით. პირველ ადგილზე გასული კლუბი უნდა იღებდეს იმაზე მეტს, ვიდრე მიიღებდა იმ შემთხვევაში თუ ვერ გავიდოდა პირველ პოზიციაზე" .

ოთარ ფედიჩკინი (ბათუმის "დინამოს" დირექტორი):
" პირველ რიგში მინდა ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო, რადგან შეხვედრა ბათუმში შედგა.

მართალია, სტადიონი არ გვაქვს, მაგრამ ამ შეხვედრით საფეხბურთო სამყარო აჭარაში კიდევ ერთხელ გამოცოცხლდა. ვისაუბრეთ ბევრ საკითხსა და პრობლემაზე, რომელიც შეეხებოდა ლიცენზირებას, სადისციპლინო კომიტეტისა და მსაჯების საკითხს.

გარდა ამისა ვისაუბრეთ დაფინანსების სისტემაზე და დარწმუნებული ვარ კლუბებისა და ფეხბურთის ფედერაციის თანადგომით კონკრეტულ შედეგს მივიღებთ".

გია ტუღუში (გორის "დილას" დირექტორი):
"იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბებს შორის. ფედერაციამ და კლუბებმა ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნეთ, რომ არ ვართ ცალ-ცალკე მხარეები, პირიქით ვართ ერთიანი საფეხბურთო ოჯახი.

მნიშვნელოვანი იყო მსჯელობა სპორტული სამართლიანობის პრინციპისა და გარიგებული მატჩების შესახებ. ყველა ვთანხმდებით, რომ გარიგებული მატჩები ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ნეგატიური და პრობლემატური მხარეა.

ასევე პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრინციპულია, რომ ლიცენზირების საკითხი არ უნდა დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და ყველა კლუბმა რეალურად უნდა შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც მათ ფეხბურთის ფედერაცია წამოყენებს.

იყო საუბრები და შენიშვნები სადისციპლინო კოდექსთან დაკავშირებით. 15 იანვრამდე ყველა კლუბს აქვს დრო წარმოადგინოს შენიშვნები, მიაწოდოს ფეხბურთის ფედერაცია და შემდგომ მოხდება ამ საკითხის აღმასრულებელ კომიტეტზე გატანა".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
joni-უკუღმა იჯდა თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ თქვენ რომ უკუღმა გაქვთ დაწყებული მუშაობა ეს სახეზეა.მერწმუნეთ ასეთი სულელური იდეა თქვენვე შემოგიბრუნდებათ ცუდად, თუ ამას მიაწვებით-დამიჯერეთ
fexburteli
10:35 21-12-2015
0
ბავშვი არ დაბადებულა და აბრამს არქმევდენო ასეაქ ზოგიერთის საქმე მოკლედ ვანგა მიმიქარავს უკვე ყველაფერი იციან და არაფერი არ გამოვაო იძახიან.დდ შე დალოცვილო 9 წელი რო აუპატიურებდენ ქართულ ფეხბურთს მაშვინ სადიყავი.აცალეთ ამ კაცს მუშაობა თორე თქვენი დომენტის ნახელავი კარგათ ვნახეთ და აღარ გვინდა ამის გამეორება.
quTaiseli
10:40 20-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული